არცევის ღვთისმშობლის ეკლესია

არცევის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ არცევში, სასაფლაოზე. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

ეკლესია მდებარეობს სოფლის სასაფლაოზე, ნაგებია რიყის ქვითა და ფიქალით, რომელიც შემდეგ შელესილია. დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია სწორკუთხა სარკმელი. ჩრდილოეთით და სამხრეთით სწორკუთხა ნიშებია მოთავსებული. სარკმლის ძირში ჩანს ტრაპეზის ქვედა ქვები. კონქი ნახევარსფერულია. სატრიუმფო თაღი აბსიდის მხრებს ეყრდნობა.

ნახევარცილინდრული კამარის საბრჯენი თაღი ჩრდილოეთით პილასტრს ეყრდნობა, სამხრეთით იმპოსტს. იმპოსტი პირდაპირ კარის წირთხლს ებჯინება. დასავლეთით ქორო იყო, გრძივ კედლებზე შემორჩენილია მოაჯირის დასამაგრებელი ბუდეები. ინტერიერი ნათდება აღმოსავლეთის და სამხრეთის სწორკუთხა სარკმლებით. იატაკი მიწურია.

არქიტრავული შესასვლელი სამხრეთიდანაა; კარი ნაოთხალია. ეკლესიის ფასადები სადაა. კარნიზი მარტივპროფილიანია. საბურავად გამოყენებულია კრამიტი. აღმოსავლეთ ფასადის ზედა ნაწილში ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა; ჯვრის თავზე, სამკუთხა ფილაზე ამოკაწრულია ტოლმკლავა ჯვარი. ფილის ქვედა ნაწილში ასომთავრული წარწერაა: „ქრისტე შეიწყალე გ-დ“. ყველა ფასადი დაზიანებულია. სახურავი ჩამოცვენილია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 14