გოიათა,[2][3] გოიაანთკარი[4]სოფელი საქართველოში, ერედვის მუნიციპალიტეტში, არცევის თემში.[5]

სოფელი
გოიათა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
სპეციალური ერთეული სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
მუნიციპალიტეტი ერედვის მუნიციპალიტეტი
თემი არცევი
კოორდინატები 42°09′01″ ჩ. გ. 44°09′52″ ა. გ. / 42.15028° ჩ. გ. 44.16444° ა. გ. / 42.15028; 44.16444
ცენტრის სიმაღლე 880
მოსახლეობა 240[1] კაცი (2015)
ეროვნული შემადგენლობა ოსები (100%)
ეთნოქორონიმი გოიათელი
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
გოიათა — საქართველო
გოიათა
გოიათა — სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
გოიათა
გოიათა — ერედვის მუნიციპალიტეტი
გოიათა

გეოგრაფია

რედაქტირება

მდებარეობს შიდა ქართლის ვაკის ჩრდილოეთ მთისწინეთში. მდინარე აძურის (მეჯუდის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს.[6] ზღვის დონიდან 880 მეტრი, ერედვიდან 15 კილომეტრი, ცხინვალიდან 22 კილომეტრი.[5]

საქართველოს სსრ ადმინისტრაციული დაყოფით შედიოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ცხინვალის რაიონის ღრომის (1926 წლის აღწერით),[7] მოგვიანებით კი არცევის სასოფლო საბჭოში (სოფსაბჭოში).[6] ცხინვალის რაიონის გაუქმების შემდეგ (1991) გორის რაიონს მიეკუთვნა. ქართულ-ოსური კონფლიქტის დაწყების შემდეგ, 1992 წლიდან, სოფელს ვერ აკონტროლებს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება.[8] 2006 წლიდან ერედვის მუნიციპალიტეტშია. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[9] და დე ფაქტოდ შედის სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შემადგენლობაში. ოსურად ეწოდება Гойатæ ან Гойатыхъæу (გოიათიყაუ).[10]

დემოგრაფია

რედაქტირება

2015 წელს სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლების მიერ ჩატარებული აღწერით სოფელში ცხოვრობს 240 კაცი, ეთნიკურად ოსები (100%).[1]

წელი მოსახლეობა კაცი ქალი ეროვნება
1926[7] 21 კომლი, 146 მცხ ოსები
1939[11]   419 213 206 ოსები
1970[11]   732 371 361 ოსები
1979[11]   703 360 343 ოსები
1989[11]   670 349 321 ოსები
2015[1]   240 105 135 ოსები
  1. 1.0 1.1 1.2 Итоги всеобщей переписи населения Республики Южная Осетия 2015 года / Ответственные за выпуск: И. Р. Тибилов, Т. В. Базаев, Р. Р. Зассеева, М. Э. Пухаева, А. В. Сиукаева, М. Х. Гучмазов, Цхинвали: Управление государственной статистики Республики Южная Осетия, 2016. — გვ. 18. 452 გვ.
  2. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 30.
  3. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 46.
  4. პავლიაშვილი გურამ, შუქი გვირაბის ბოლოში // გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, №24, გვ. 2, 9 თებ., 1996.
  5. 5.0 5.1 ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 80.
  6. 6.0 6.1 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 205.
  7. 7.0 7.1 მოსახლეობის 1926 წლის აღწერა, გვ. 190
  8. სეპარატისტული რეჟიმების მიერ მიტაცებული და რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები. სართველოს თავდაცვის სამინისტრო (10 აგვისტო, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-29. ციტირების თარიღი: 25 თებერვალი, 2020.
  9. რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ. matsne.gov.ge (28 აგვისტო, 2008). ციტირების თარიღი: 25 თებერვალი, 2020.
  10. Цховребова 3. Д. Ойконимия Осетии, Цхинвали, 2003. — стр. 15
  11. 11.0 11.1 11.2 11.3 მოსახლეობის სრულიად საკავშირო 1939, 1959, 1970, 1979 და 1989 წლების აღწერების შედეგები სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (9 იანვარი, 2020). ციტირების თარიღი: 23 თებერვალი, 2020.