აძვისთავი
აძვისთავი[2][3] — სოფელი საქართველოში, ერედვის მუნიციპალიტეტში, არცევის თემში.
გეოგრაფია
რედაქტირებამდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე. მდინარე აძურის (მდინარე მეჯუდის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 880 მეტრი. ცხინვალიდან 20 კილომეტრი, გორიდან — 30 კილომეტრი.
ისტორია
რედაქტირება1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში, ხოლო 2007 წლამდე შედიოდა გორის მუნიციპალიტეტში. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[4], ხოლო სოფელს დე ფაქტო აკონტროლებს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, რომლის ტერიტორიაზე სოფელს მიანიჭეს ოსური სახელწოდება (ოს. Адзысæр).
დემოგრაფია
რედაქტირება1989 წლის აღწერით სოფელში ფიქსირდებოდა 149 მცხოვრები.
ღირსშესანიშნაობები
რედაქტირებახუროთმოძღვრული ძეგლებიდან აღსანიშნავია: აძვისთავის წმინდა გიორგის ეკლესია, აძვისთავის ზურგიანი კოშკი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 75.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 270.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ http://ugosstat.ru/wp-content/uploads/2017/06/Itogi-perepisi-RYUO.pdf
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 19.
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 25.
- ↑ საქართველოს საკანონმდებლო მაცნე — საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ