გერმანე გობეჯიშვილი

ქართველი არქეოლოგი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გობეჯიშვილი.

გერმანე გობეჯიშვილი (დ. 17 იანვარი, 1911, ონის რაიონი, სოფელი ღები — გ. 10 ოქტომბერი, 1973) — ქართველი არქეოლოგი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1945 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში; 1960–1973 წლებში იყო ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური განყოფილების გამგე; 1936–1965 წლებში მისი ხელმძღვანელობით გათხარეს და შეისწავლეს ზემო რაჭის არქეოლოგიური ძეგლები; 1945–1948 წლებში ცხინვალში გათხარა სამოსახლო–საკულტო ძეგლი ნაცარგორა; 1956–1971 წლებში არქეოლოგიური გათხრები ჩაატარა თეთრიწყაროში; მის მიერ გამოვლენილ არქეოლოგიურ გათხრებს დიდი მნიშვნელობა აქვს მტკვარ–არაქსის კულტურის გენეზისისა და კავკასიის ისტორიის მონაკვეთის კვლევისათვის; ბედენზე ჩატარებულმა გათხრებმა ახლებურად დასვა ე.წ. თრიალეთის კულტურის წარმოშობა-გავრცელების საკითხი. იყო ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • ბედენის გორა-სამარხების კულტურა (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1980. - 145გვ.
  • თეთრი წყაროს ნასოფლარი : IV-III ათასწლეული ჩვ. წ. (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1978. - 118გვ.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება