ონის მუნიციპალიტეტი
ონის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში. ონის მუნიციპალიტეტს აღმოსავლეთით ეკვრის ჯავის, დასავლეთით ამბროლაურისა და ლენტეხის, სამხრეთით საჩხერის მუნიციპალიტეტები, ჩრდილოეთით ყაბარდო-ბალყარეთისა და ჩრდილოეთი ოსეთის რესპუბლიკები. ფართობი 1326,3 კმ². ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ონი. მუნიციპალიტეტში 1 ქალაქი და 65 სოფელია.
ონის მუნიციპალიტეტი | |
![]() | |
ადმინისტრაციული ცენტრი | |
---|---|
რეგიონი | |
სიმჭიდროვე |
3,6 კაცი/კმ² |
ფართობი |
1712 კმ² |
მოსახლეობის რაოდენობა |
|
ეროვნება |
ქართველები 99,1 % |
ისტორიარედაქტირება
1917 წლამდე ახლანდელი ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა ქუთაისის გუბერნიის რაჭის მაზრაში, 1917 წლიდან 1928 წლამდე — რაჭის მაზრაში, 1929 წლიდან — რაჭა-ლეჩხუმის მაზრაში, 1930 წლის მარტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით — ქუთაისის ოლქში, 1930 წლის ოქტომბრიდან — იყო დამოუკიდებელი რაიონი. 1963-1964 წლებში შედიოდა ამბროლაურის რაიონში. 1965 წლიდან გამოიყო დღევანდელი საზღვრებით და იყო დამოუკიდებელი რაიონი. 1991 წელს მას შეუერთდა ჯავის რაიონის ტერიტორიის ნაწილი, 36 კვადრატული კილომეტრი, კიროვისა და ჩასავლის სასოფლო საბჭოები.[1]
მოსახლეობარედაქტირება
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
1989 | 12 318 |
2002 | 9182 |
2014 | 6130 |
სქოლიორედაქტირება
- ↑ საქართველოს რესპუბლიკის კანონი ცხინვალისა და ყორნისის რაიონების გაუქმების შესახებ, 1991 წლის 27 აპრილი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 4 გვ. 84 1991 წ