ღები
ღები — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ონის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ღები, გონა, პატარა ღები). მდებარეობს მდინარე რიონის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 1350 მეტრი. ონიდან 35 კილომეტრი. სოფელში მოიპოვება ანტიმონიუმი.[2]
სოფელი | |
---|---|
ღები | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ონის მუნიციპალიტეტი |
თემი | ღები |
კოორდინატები | 42°45′50″ ჩ. გ. 43°30′25″ ა. გ. / 42.76389° ჩ. გ. 43.50694° ა. გ. |
პირველი ხსენება | 1503 |
ცენტრის სიმაღლე | 1350 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 296[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,7 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 296 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1901[3] | 1936 | 1013 | 923 |
2002[4] | 492 | 215 | 277 |
2014[1] | 296 | 135 | 161 |
ისტორია
რედაქტირებასოფელ ღების (ღები—სვანურ. „ღებ“—ნიშნავს ჩაღრმავებულ ადგილს) დაარსებას ხალხური თქმულება მიაწერს ლეჩხუმიდან გამოქცეულ ვიღაც მღებავს, რომელსაც თურმე იქ კაცი შემოკვდომია და მთის რაჭაში გახიზნულა. მას აქეთ ხელი მიუყვია თავისი ხელობა-მღებრობისათვის და ამ სოფელსაც ღები დარქმევია. შემდეგ ღები სხვადასხვა მხრიდან გადმოსახლებული გვარებით მოშენებულა. პირველად აქ უნდა გადმოსახლებულიყო ჩვეშოდან ლობჯანიძეების წინაპარი ხოშიტა ლობჯანიძე, რომელიც დაბინავებულა რიონის მარჯვენა მხარეზე და თავისი კოშკიც აუშენებია.
გადმოცემის თანახმად თავისუფალი ღებელები ვერ შეურიგდნენ ბატონყმურ წყობას და გადაწყვიტეს ბატონთა განადგურება. ღებელთა შეთქმულებას მეთაურობდა ზვიადა ლობჯანიძე. ხალხმა მოისყიდა არიშიძეთა მოურავი, გაგნიძე, რომლის დახმარებითაც ნადირობიდან დაბრუნებული ორი ძმა არიშიძე მოკლეს. გადმოცემის თანახმად, მესამე ძმას ცხენით რიონზე გასვლა განუზრახავს. მას ქალი დასდევნებია და წყალში გაყვანა უთხოვია. ქალს დოდუკი რქმევია. არიშიძეს შემოუსვამს დოდუკი, მაგრამ ქალს ბატონი შუა წყალში ცხენიდან გადმოუთრევია და ორივე დაღუპულან. დოდუკის ანდერძად ჰქონია დაბარებული, არიშიძის მოკვლის შემდეგ ერთი ტაბლა (კვერი) გამოეცხოთ მისთვის. ღებელები ამ ანდერძს დღემდე ასრულებენ — ჭირისუფალი საკურთხის დამზადებისას ორ ტაბლას დოდუკის მოსახსენიებლადაც აცხობს.
ღები საისტორიო წყაროებში მოიხსენიება 1503 წლიდან.
ვახუშტი ბაგრატიონი ღების შესახებ წერს:
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 584.
- ქართლის ცხოვრება. ტომი IV. ბატონიშვილი ვახუშტი „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“. გვ. 769 სახელმწიფო გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო.“ თბილისი 1973
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ რაჭული მეტალის აღზევება Forbes Georgia
- ↑ Кавказскій календарь на 1902 годъ, Тифлись, 1901, стр. 86.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II