გონა — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში (ღების ადმინისტრაციული ერთეული).[2]

სოფელი
გონა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ონის მუნიციპალიტეტი
თემი ღები
კოორდინატები 42°48′02″ ჩ. გ. 43°32′40″ ა. გ. / 42.80056° ჩ. გ. 43.54444° ა. გ. / 42.80056; 43.54444
ცენტრის სიმაღლე 1680
მოსახლეობა 0[1] კაცი (2014)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
გონა — საქართველო
გონა
გონა — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
გონა

მდებარეობს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ჩვეშურის (რიონის მარცხენა შენაკადი) ნაპირას. ზღვის დონიდან 1680 მეტრზე, ქალაქ ონიდან დაშორებულია 39 კილომეტრით.

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში არავინ ცხოვრობს.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 2 1 1
2014[1]   0 0 0

სოფელში შემორჩენილია შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, დარბაზული ტიპის ეკლესია. შიგნიდან და გარედან მოპირკეთებულია კარგად გათლილი შირიმის ქვით. გამოირჩევა თავისებური არქიტექტურით – შიგა სივრცე ერთიანად გადახურულია ცილინდრული კამარით, კონქი არ აქვს და საკურთხეველი გამოყოფილია მხოლოდ პილასტრებით. შეკეთებულია XIX საუკუნის დასასრულს.

ლიტერატურა

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=გონა&oldid=4644397“-დან