დიცისოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის გორის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: არბო, დიცი, ქორდი).

სოფელი
დიცი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი გორის მუნიციპალიტეტი
თემი დიცი
კოორდინატები 42°12′37″ ჩ. გ. 44°01′52″ ა. გ. / 42.21028° ჩ. გ. 44.03111° ა. გ. / 42.21028; 44.03111
ცენტრის სიმაღლე 880
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1072[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,0 %
ოსები 0,5 %
რუსები 0,4 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
დიცი — საქართველო
დიცი
დიცი — შიდა ქართლი
დიცი
დიცი — გორის მუნიციპალიტეტი
დიცი

მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე პატარა ლიახვის მარჯვენა ნაპირას, ზღვის დონიდან 880 მეტრის დონეზე, გორიდან 27 კილომეტრის დაშორებით. სოფელში დგას გვიანდელი ფეოდალური ხანის ღვთისმშობლის ეკლესია.

დიცი იხსენიება ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) იმ სოფლების სიაში, რომელთა სავარგულები მდ. პატარა ლიახვით ირწყვება.

1905 წლის 14 მარტს, სოფელში მოხდა გლეხთა მღელვარება. გლეხებმა დაარბიეს სოფლის კანცელარია, გაანადგურეს იქ დაცული საბუთები. 1921-1922 წლებში დიცის თემში შედიოდა სოფლები ვანათი, აწრისხევი, საცხენეთი, ხოშური, ხადურიანთკარი. დიცის თემი შედიოდა გორის მაზრის ცხინვალის რაიონში.

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 1 072 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 1258 635 623
2014[1]   1072 539 533

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=დიცი&oldid=4664639“-დან