ვანათი (ერედვის მუნიციპალიტეტი)
ვანათი — სოფელი საქართველოში, ერედვის მუნიციპალიტეტში, ვანათის თემის ცენტრი (ვანათი, საცხენეთი).
გეოგრაფიარედაქტირება
მდებარეობს გუდისის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე პატარა ლიახვის მარჯვენა ნაპირას. ზღის დონიდან 1000 მეტრი, ცხინვალიდან 15 კილომეტრი.
ისტორიარედაქტირება
1921 წლამდე შედიოდა ორტევის თემში. სოფლის მოსახლეობა ეთნიკური ქართველებისგან შედგებოდა, ამიტომ 1921 წელს შევიდა დიცის თემში. 1922-1990 წლებში შედიოდა ცხინვალის რაიონში და იყო სასოფლო საბჭოს ცენტრი (სოფლები: გუჩმასთა, დიდხევი, ზემო სარაბუკი, თლიაყანა, კოხათი, მარმაზეთი, ორტევი, საცხენეთი, ქვემო სარაბუკი, ღორტევი, ძიყი, წყალწმინდა, ჯოჯიანი). 1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში, ხოლო 2006 წლამდე შედიოდა გორის მუნიციპალიტეტში. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[1], ხოლო სოფელს დე ფაქტო აკონტროლებს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, რომლის ტერიტორიაზე სოფელს მიანიჭეს ოსური სახელწოდება (ოს. Уанат).
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 287.