გუჩმასთა
გუჩმასთა[1][2] — სოფელი საქართველოში, ერედვის მუნიციპალიტეტში, ვანათის თემში.
გეოგრაფია
რედაქტირებამდებარეობს გუდისის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე წყალწმინდის (პატარა ლიახვის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან 1280 მეტრი, ცხინვალიდან 15 კილომეტრი.
ისტორია
რედაქტირება1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში, 2006 წლამდე შედიოდა გორის მუნიციპალიტეტში, შემდეგ ერედვის მუნიციპალიტეტში.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.[3]
მოსახლეობა
რედაქტირებაწელი | მოსახლეობა | მამაკაცი | ქალი | ეროვნება |
---|---|---|---|---|
1939[4] | 40 | 20 | 20 | |
1970[4] | 29 | 10 | 19 | ოსები |
1979[4] | 15 | 8 | 7 | ოსები |
1989[4] | 19 | 9 | 10 | ოსები |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 321.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 33.
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 50.
- ↑ საქართველოს საკანონმდებლო მაცნე — საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 მოსახლეობის სრულიად საკავშირო 1939, 1959, 1970, 1979 და 1989 წლების აღწერების შედეგები სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (9 იანვარი, 2020). ციტირების თარიღი: 23 თებერვალი, 2020.