სეხნია ჩხეიძე (გ. 1669) — იმერეთის სამეფოს სახლთუხუცესი, ჩხეიძეთა ფეოდალური სახლის მეთაური. დაწინაურდა ალექსანდრე III-ის (1639-1660) და განსაკუთრებით ბაგრატ IV-ის მეფობაში (1660-1681). ჩხეიძის პირადი ინტერესების შესაბამისად წყდებოდა ბაგრატის ტახტზე ყოფნა-არყოფნის საკითხი. 1663 წელს ჩხეიძისა და მისი მომხრე თავადების დახმარებით ბაგრატმა ტახტი დაიბრუნა. 1666 წელს ჩხეიძის ინიციატივით ქუთაისის ციხე ოსმალებმა დაიკავეს. 1668 მან კვლავ გაამეფა ბაგრატ IV, მაგრამ მალე ისევ განუდგა მას და ქუთაისის ციხე ისევ ოსმალებს ჩააბარა. ჩხეიძე დაიღუპა ბაგრატ IV-სა და მის მომხრეებთან ბრძოლაში ჩხართან.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • სოსელია ო., ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან (სათავადოები), ტ. 1, თბ., 1973;
  • სოსელია I., ქსე, ტ. 11, გვ. 175, თბ., 1987