მარმაზეთი
მარმაზეთი — სოფელი საქართველოში, ერედვის მუნიციპალიტეტში, ვანათის თემში.
გეოგრაფია
რედაქტირებამდებარეობს მდინარეების დიდი ლიახვისა და პატარა ლიახვის წყალგამყოფი გუდისის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე პატარა ლიახვის ხეობაში. ზღვის დონიდან 1280 მეტრი, ცხინვალიდან 20 კილომეტრი.
ისტორია
რედაქტირება1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში, ხოლო 2006 წლამდე შედიოდა გორის მუნიციპალიტეტში. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[1], ხოლო სოფელს დე ფაქტო აკონტროლებს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, რომლის ტერიტორიაზე სოფელს მიანიჭეს ოსური სახელწოდება (ოს. Мармазет).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 447.