ანატკეცი
ანატკეცი — კაჟის, ობსიდიანის ან სხვა ქანის ქვის ნუკლეუსიდან ადამიანის ხელით ატკეცილი ფირფიტა, რომელთაგანაც ქვისა და ბრინჯაოს ხანაში სხვადასხვა იარაღს ამზადებდნენ ბუნებრივი ნამტვრევისაგან განსხვავებით, ანატკეცის ზედაპირზე აქვს დამახასიათებელი ნიშნები: დარტყმის მოედანი, შესაბამისი ბურცობი მუცლის სიბრტყეზე და ნიჟარისებრი ამონატეხი, რომელსაც წარმოქმნის ანატკეცის ამტვრევის დროს ნუკლეუსზე ხელჩაქუჩის დარტყმა.
ლიტერატურა
რედაქტირება- დ. თუშაბრამიშვილი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 431.