სწავლულ კაცთა კომისია
სწავლულ კაცთა კომისია — ვახტანგ VI-ის თაოსნობით შექმნილი ჯგუფი, რომელსაც უნდა დაეწერა „ქართლის ცხოვრების“ გაგრძელება, საქართველოს ისტორია XIV საუკუნიდან და ჩაეტარებინა სარედაქციო სამუშაოები ამ კრებულში. კომისიამ სარედაქციო სამუშაოები XVIII საუკუნის დასაწყისშივე დაამთავრა, XVI-XVII საუკუნეების ისტორიის დაწერა კი — არაუადრეს 1721 წლისა. სწავლულ კაცთა კომისიამ „ქართლის ცხოვრების“ გაგრძელებას წაუმძღვარა შესავალი, რომელშიც განმარტებულია სწავლულ კაცთა კომისიის მოწვევის მიზეზი და მისი მუშაობის უმთავრესი შედეგები.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- სტეფნაძე ჯ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 626-627.