ქვასათალი
ქვასათალი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, ქურთის მუნიციპალიტეტში (ხეთაგუროვის თემი), 1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში. მდებარეობს მდინარეების დიდი ლიახვისა და ტილიანის წყალგამყოფზე. ზღვის დონიდან 1040 მეტრი, ცხინვალიდან 10 კილომეტრი.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
არქეოლოგიური ძეგლები
რედაქტირებასოფელში 1952-1953 წლებში გაითხარა ძვ. წ. XVII-XII საუკუნეების სამაროვანი. შიდა ქართლის 1955 წლის დაზვერვითმა ექსპედიციამ აქ მიაკვლია გვიანი ბრინჯაოს ხანის სამოსახლო გორას.[1] გათხრების დროს აგრეთვე აღმოჩნდა ენეოლითური ფენა და ტიპური ენეოლითური კერამიკა.[2]
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 507.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ გვასალია ჯ., ფრონის ხეობათა ისტორიული გეოგრაფიის საკითხები // საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული, ტ. VII, თბ.: „მეცნიერება“, 1989. — გვ. 8, ISBN 5-520-00154-5.
- ↑ „საქართველოს არქეოლოგია“, თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1959. — გვ. 76.