ქართლის სასპასპეტო

(გადამისამართდა გვერდიდან სასპასპეტო)

ქართლის სასპასპეტო — ადმინისტრაციული ერთეული საქართველოში, მოიცავდა შიდა ქართლს, დაარსდა ფარნავაზ მეფის დროს.

„მეფეთა ცხოვრების“ ცნობით, ქართლის სამეფოს დამაარსებელმა და მისმა პირველმა მმართველმა ფარნავაზ მეფემ (ძვ. წ. IV საუკუნის ბოლო — ძვ. წ. III საუკუნის I ნახევარი) თავისი სამფლობელო გაყო ცხრა სამხედრო-ადმინისტრაციულ ერთეულად, აქედან რვა იყო საერისთავო (ერისთავით სათავეში) და ერთი სასპასპეტო (სპასალარით („სიფაჰსალარ“)/სპასპეტით („ერან სპაჰპატ“) სათავეში). სასპასპეტოს ტერიტორია, როგორც ყველაზე მთავარი ადმინისტრაციული ერთეულისა, მთლიანად მოიცავდა ისტორიული შიდა ქართლის რეგიონებს, მათ შორის, ცხინვალის რეგიონს. ფარნავაზ მეფის მიერ შექმნილმა სამხედრო-ადმინისტრაციულმა მოწყობამ პრაქტიკულად უცვლელი სახით იარსება მთელი ელინისტური ხანის (ძვ. წ. IV-ძვ. წ.I სს.) და გვიანანტიკური პერიოდის (ახ. წ. I-IV სს.) განმავლობაში. მთელ ამ პერიოდში ცხინვალის რეგიონის ტერიტორია, რომელიც ქართლის სასპასპეტოში შედიოდა, ქართლის სამეფოს განუყოფელი ნაწილი იყო.

პირველი ეტაპი

რედაქტირება

თავდაპირველად ფარნავაზ მეფემ შემოიღო სპასპეტის წოდება, რომელმაც იხელმძღვანელა სპარსული ტრადიციებით და შიდა ქართლის ტერიტორიაზე დააარსა ერთი სასპასპეტო.

მაშინ ფარნავაზ უშიშ იქმნა ყოველთა მტერთა თჳსთაგან და მეფე იქმნა ყოველსა ქართლსა და ეგურსა ზედა. და განამრავლნა ყოველნი მჴედარნი ქართლოსიანნი, განაწესნა ერის-თავნი რვანი და სპასპეტი.

ერთი გაგზავნა მარგჳს ერის-თავად, და მისცა მცირით მთითგან, რომელ არს ლიხი, ვიდრე ზღუ[რ]ადმდე [ეგრისისა], რიონს ზემოთ. და ამან-ვე ფარნავაზ აღაშენნა ორნი ციხენი, შორაპანი და დიმნა.

და გაგზავნა მეორე კახეთისა ერის-თავად, და მისცა არაგჳთგან ვიდრე ჰერეთამდე, რომელ არს კახეთი და კუხეთი.

მესამე გაგზავნა ხუნანისა ერის-თავად, და მისცა ბერდუჯის მდინარითგან ვიდრე ტფილისამდე და გაჩიანთამდის, რომელ არს გარდაბანი.

მეოთხე გაგზავნა სამშჳლდის ერის-თავად, და მისცა სკჳრეთისა მდინარითგან ვიდრე მთამდე, რომელ არს ტაშირი და აბოცი.

მეხუთე გაგზავნა წუნდის ერის-თავად, და მისცა ფანვარითგან ვიდრე თავადმდე მტკურისა, რომელ არს ჯავახეთი და კოლა და არტანი.

მეექუსე გაგზავნა ოძრჴის ერის-თავად, და მისცა ტასისკარითგან ვიდრე არსიანთამდის, ნოსტის თავითგან ზღუამდის, რომელ არს სამცხე და აჭარა.

მეშჳდე გაგზავნა კლარჯეთის ერის-თავად, და მისცა არსიანითგან ზღუამდე. და მერვე, ქუჯი, იყო ერის-თავი ეგრისისა.

ხოლო ერთი დაადგინა სპასპეტად და მისცა ტფილისითგან და არაგჳთგან ვიდრე ტასისკარამდე და ფანვარადმდე, რომელ არს შიდა-ქართლი. და ესე სპასპეტი იყო შემდგომად-ვე წინაშე მეფისა, მთავრობით განაგებდის ყოველთა ერის-თავთა ზედა. ხოლო ამათ ერის-თავთა ქუეშე, ადგილთა და ადგილთა, განაჩინნა სპასალარნი და ათასის-თავნი, და მათ ყოველთაგან მოვიდოდა ხარკი სამეუფო და საერისთავო.

ესრეთ განაწესა ესე ყოველი ფარნავაზ მიმსგავსებულად სამეფოსა სპარსთასა.

მეორე ეტაპი

რედაქტირება

მოგვიანებით, თამარ მეფის დროს მოხდა შიდა ქართლის სამ სასპასპეტოდ დაყოფა.

ხოლო ტაშის-კარსა და ლიხის მთას ქვეითი არაგვ-ტფილისამდე სამნი ესე სასპასპეტონი: მემარცხენე მუხრანისა, მემარჯვენე ქართლისა მეფისა თანა მყოფი, ტფილისს ზეით მტკვრის სამხრეთისა და თრიალეთი ფანავრამდე არნ წილი უფლოსისა, მცხეთოსის ძისა და უფლოსისაგან ეწოდა ზენა სოფლები შიდა-ქართლს, და ესენი პირველ იყო ერთ სასპასპეტო და ყოველთა ერისთავთა და სპასპეტთა ზედამხედველი. შემდგომად თამარ მეფისა, ქართლის ერისთავი სხვა, ქსნისა სხვა, და შემდომად განყოფისა ესრეთ სამ სადროშოდ იქმნა.

— ვახუშტი ბატონიშვილი, „საქართველოს გეოგრაფია“, 1904 წ., გვ. 125

აღნიშნულმა დაყოფამ იარსება ვახუშტი ბატონიშვილის დრომდე, რომელსაც თავის „საქართველოს გეოგრაფიაში“ აღწერილი აქვს სამივე სასპასპეტოს ტერიტორიული მოწყობა.

ერთი სასპასპეტო მდებარეობდა მტკვარსა და თრიალეთის ქედს შორის, ტაშისკარიდან თბილისამდე.

 
„ხოლო არს მეოთხე სასპასპეტო ტფილისიდამ ვიდრე ტაშის-კარამდე, მეფისა თანამყოფნი და იმზღურების: აღმოსავლით, ლილოს საზღვრით, რომელი განვლის ხაზი შარობის ლილოსასა, აღმოსავლით სამხრით ლოჭინამდე, რომელსა ეწოდების ომანისხევი; მუნით განვლის სამგორსა და ჩადივარს შუა და მრავალწყაროსა და სათის-ჭალას შუა და მიადგების ბერთ-უბნის ღელესა. ხოლო ლილოდამ ჩრდილოთკენ მიადგების ხევძმარს და ხევძმარი მტკვარს მიადგების, და მტკვრის კიდე მცხათამდე; სამხრით ლოჭინისხევი, და გამოღმართ კრწანისის გორა, და სკვირეთის ჩრდილოთ კერძი სხალდიდამდე და სხალდიდიდამ დიდგორის მთამდე მიყოლით ერიქალის მთა, კლდეკარი, ერჯევანი, თორის მთა და გაყოლით ნარიანის ხაზი ტბის ყურამდე; ჩრდილოთ მტკვარი და დასავლით დამჩხერალოდამ სადგერსა და თორს შუა, ბაკულიანის მთამდე და ტბის-ყურამდე. ხოლო ტფილისის სამხრით ერთვის მტკვარს კრწანისის ხევი, დასავლეთიდამ კუმისისა და შინდისის მცირე მთებიდან გადმომდინარენი.“

ქართლის სპასპეტები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება