მაეჟანი
(გადამისამართდა გვერდიდან მაეჟან სპასპეტი)
მაეჟან სპასპეტი — ლეონტი მროველის თანახმად, ქართლის სპასპეტი IV საუკუნეში. მოღვაწეობდა ასფაგურ მეფის დროს, რომლის გარდაცვალებითაც დასრულდა ფარნავაზიანთა მეფობა ქართლში. ასფაგურს მხოლოდ ასული დარჩა, რომლისთვისაც ქმრად ქართლის ერისთავებმა მაეჟანის თაოსნობით ირანის შაჰის ძე მირიანი მოიწვიეს. ლეონტი მროველის აზრით, ამით დაედო ქართლში საფუძველი ხოსროიანთა დინასტიას.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბოგვერაძე ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 344.
- თეიმურაზ ბატონიშვილი, „ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგისა, რომელ არს სრულიად საქართველოისა“, გვ. 33