სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ საცხენისი (მრავალმნიშვნელოვანი).

საცხენისისოფელი საქართველოში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ახალსოფლის თემში.[2] მდებარეობს ივრის ზეგნის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, მდინარე ლოჭინის ზემოთში, ზღვის დონიდან 900 მ სიმაღლეზე, გარდაბნიდან 55 კმ, ვაზიანიდან 15 კმ. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 432 კაცი. სოფელში დგას საცხენისის ღვთისმშობლის ეკლესია.

სოფელი
საცხენისი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე ქვემო ქართლი
მუნიციპალიტეტი გარდაბნის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°47′57″ ჩ. გ. 45°03′55″ ა. გ. / 41.79917° ჩ. გ. 45.06528° ა. გ. / 41.79917; 45.06528
ცენტრის სიმაღლე 900
მოსახლეობა 432[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,5 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
საცხენისი — საქართველო
საცხენისი
საცხენისი — ქვემო ქართლი
საცხენისი
საცხენისი — გარდაბნის მუნიციპალიტეტი
საცხენისი

ისტორიული წყაროდან ირკვევა, რომ ვახტანგ გორგასალი თბილისის მიდამოების უკაცრიელობის გამო ხშირად მიდიოდა უჯარმის ციხე-ქალაქს საცხენისის გავლით. სოფლის მიდამოებში კი თურმე სამეფო ცხენთა ჯოგი იდგა. აქ ყოფილა რუსთავ-მარტყოფის სადროშოს მთავარი საჯინიბოები, საიდანაც სავარაუდოდ წარმოდგება სახელწოდება „საცხინისი“.[3]

სოფელი ყმა-მამულით ქართველი მეფეების მიერ მარტყოფის ხელთუქმნელი ხატის მონასტრისადმი ყოფილა შეწირული. შედიოდა რუსთავ-მარტყოფის საეპისკოპოსოში და მნიშვნელოვანი სამხედრო-სტრატეგიული დანიშნულება ჰქონდა.[3]

საცხენისი მეზობელ სოფლებთან ერთად ერთ-ერთ გადამწყვეტ სამხედრო გამაგრებულ დასახლებულ ადგილს წარმოადგენდა დაღესტნის მხრიდან შემოსეული მტრებისაგან სატახტო ქალაქის დასაცავად. ლეკთა გაუთავებელმა თავდასხმებმა XVIII საუკუნის 50-იანი წლების დამდეგს განადგურებამდე მიიყვანა სოფელი. კერძოდ, ეს მოხდა 1752 წელს, როცა სოფელი ნასოფლარად იქცა. ასე გაგრძელდა ნახევარი საუკუნე. მარტყოფის მთავარეპისკოპოსმა სტეფანე რუსთაველმა 1794-1795 წლებში მარტყოფის საეკლესიო გლეხების 12 კომლი გადაიყვანა ნასოფლარში და ყოველ მათგანს გამოუყო საჭირო საკომლო მიწები.[3]

საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მერძევეობა და მებოსტნეობა. 1952 წელს ამოქმედდა და საცხენისის ჰიდროელექტროსადგური.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  3. 3.0 3.1 3.2 ხახიაშვილი, ი., „გარდაბნის რაიონის ციხე-ტაძრები“, გვ. 67, თბილისი, 2008