ახალსოფელი (გარდაბნის მუნიციპალიტეტი)

Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ახალსოფელი.

ახალსოფელი[2]სოფელი გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სამგორის ვაკეზე, მდინარე საცხენისისწყალზე. თემის ცენტრი (სოფლები: მუხროვანი, საცხენისი). ზღვის დონიდან 820 , გარდაბნიდან 45 კმ. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1549 ადამიანი.

სოფელი
ახალსოფელი
Satskhenisistskali, Akhalsopeli.JPG
მდ. საცხენისისწყალი ახალსოფელში
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე ქვემო ქართლი
მუნიციპალიტეტი გარდაბნის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°45′49″ ჩ. გ. 45°04′28″ ა. გ. / 41.76361° ჩ. გ. 45.07444° ა. გ. / 41.76361; 45.07444
ცენტრის სიმაღლე 820
მოსახლეობა Decrease2.svg 1549[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,6 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ახალსოფელი (გარდაბნის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ახალსოფელი (გარდაბნის მუნიციპალიტეტი)
ახალსოფელი (გარდაბნის მუნიციპალიტეტი) — ქვემო ქართლი
ახალსოფელი (გარდაბნის მუნიციპალიტეტი)

ისტორიარედაქტირება

სოფელი XIX საუკუნის პირველ ნახევარში გაჩნდა. 1831 წელს მარტყოფელი გუგუნაშვილების, კახაბრიშვილების, ბიძინაშვილების, სალთხუციშვილების, კობიაშვილების და სხვა გვარის წარმომადგენლებმა თხოვნით მიმართეს მარტყოფის მამასახლისს სვიმონ შინჯიკაშვილს, სოფლის მოსახლეობის მომრავლების გამო ნება დაერთო მათთვის გადასახლებულიყვნენ კლდისწყაროდ წოდებულ მარტყოფისავე კუთვნილ მიწაზე. მათი თხოვნა დაკმაყოფილდა და 14 კომლი დასახლდა კლდისწყაროდ წოდებულ მიწაზე. პირველი მოსახლენი იყვნენ კახაბრიშვილები, ბიძინაშვილები, გოგოჩაშვილები, გუგუნაშვილები და კობიაშვილები. შემდეგ მათ შეუერთდნენ მარტყოფიდან გადასახლებული სხვა გვარის წარმომადგენლებიც. დასახლების პროცესი XIX საუკუნის ბოლოს დასრულდა.[3]

ლიტერატურარედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 20.
  3. ინეზა ხახიაშვილი, „გარდაბნის რაიონის ციხე-ტაძრები“, თბილისი, 2008, გვ. 77.