ლოჭინი

მდინარე საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში და თბილისში

ლოჭინი (საცხენისი, ლოჭინისხევი[1], ომანისხევი[2]) — მდინარე გარდაბნის მუნიციპალიტეტში და თბილისში. იწყება იალნოს ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1085 მ სიმაღლეზე. მიედინება ივრის ზეგანზე. მტკვრის მარცხენა შენაკადი ფონიჭალასთან. სიგრძე 30 კმ, აუზის ფართობი 207 კმ²[2] (317 კმ²[3]). მთავარი შენაკადებია ნორიოსხევი, ალიხევი, საცხენისი, ლილოსხევი.[2] საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობაზამთარში, წყალმოვარდნებიზაფხულსა და შემოდგომაზე. იყენებენ სარწყავად. ლოჭინის მარჯვენა მხარეს გაშენებულია თბილისის უბანი ლილო.

ლოჭინი

მდ. ლოჭინი (გარდაბნის გზატკეცილთან)
სხვა სახელი საცხენისი, ლოჭინისხევი, ომანისხევი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები ქვემო ქართლის მხარე, თბილისი
ქალაქები თბილისი
სათავე იალნოს ქედი
41°44′48″ ჩ. გ. 45°01′32″ ა. გ. / 41.74667° ჩ. გ. 45.02556° ა. გ. / 41.74667; 45.02556
სათავის სიმაღლე 1085 მ
შესართავი მტკვარი
41°37′23″ ჩ. გ. 44°56′16″ ა. გ. / 41.62306° ჩ. გ. 44.93778° ა. გ. / 41.62306; 44.93778
შესართავის მდებარეობა თბილისი
სიგრძე 30 კმ
აუზის ფართობი 207 კმ²
ლოჭინი — საქართველო
ლოჭინი
ლოჭინი
ლოჭინი — ქვემო ქართლი
ლოჭინი
ლოჭინი
— სათავე, — შესართავი

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი
  2. 2.0 2.1 2.2 ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 632.
  3. აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 300.