თბილისი (ენციკლოპედია)

ენციკლოპედია

ენციკლოპედია „თბილისი“ქართულ ენაზე შექმნილი ენციკლოპედია, რომელიც გამოსცა ქართული ენციკლოპედიის ირაკლი აბაშიძის სახელობის მთავარმა სამეცნიერო რედაქციამ 2002 წელს. ენციკლოპედია „თბილისი“ პირველი ქართული სამეცნიერო გამოცემაა, რომელიც ერთ ქალაქს ეძღვნება. მასში თავმოყრილი და სისტემაში მოყვანილია ძირითადი ცნობები ჩვენი დედაქალაქის შესახებ. იგი არსებითად განსხვავდება უნივერსალური ენციკლოპედიებისაგან როგორც სტრუქტურით, ისე ტერმინთა შერჩევის პრინციპებით. გამოცემას საფუძვლად დაედო როგორც ქართული ენციკლოპედიის მთავარი რედაქციის, ისე საზღვარგარეთის მდიდარი ენციკლოპედიური გამოცდილება. წიგნი განაზოგადებს, აზუსტებს, ხშირ შემთხვევაში კი კონკრეტული მონაცემებით ავსებს მკითხველის ცოდნას თბილისის ცხოვრების ამა თუ იმ მხარეზე. ენციკლოპედია „თბილისის“ გამოცემა შესაძლებელი გახდა თბილისის მერის, საკრებულოსა და მთავრობის ფინანსური დახმარებითა და მუდმივი მხარდაჭერით.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  • {{ეთ}} — თარგის გვერდი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება