იალნოს ქედიკავკასიონის სისტემასთან (ქართლის ქედთან) დაკავშირებული საშუალო სიმაღლის განედური ქედი გარე კახეთში, საგურამოს ქედის აღმოსავლეთი გაგრძელება. იგივე ძვ. „აკრიანის მთები“ (ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით „იალონი“). სიგრძე 18 კმ. უმაღლესი პუნქტი მთა იალნო (1874 მ). აგებულია ნეოგენური ნალექი ქანებით (კონგლომერატებით, ქვიშაქვებით, თიხებით). საგურამოს ქედთან შეერთების ადგილზე გადაკვეთილია თბილისი-თიანეთის საავტომობილო გზატკეცილით. წარმოადგენს წყალგამყოფს, ერთი მხრივ, მდინარეების თეზმისა (არაგვის მარცხენა შენაკადი) და გორანის (ივრის მარჯვენა შენაკადი) და, მეორე მხრივ მდინარეების ნორიოსხევის, მარტყოფისხევის და საცხენისხევისას. კალთები შემოსილია მუხნარით, მუხნარ-რცხილნარითა და წიფლნარით.

იალნოს ქედი
იალნოს ქედი და მარტყოფის მონასტერი
იალნოს ქედი და მარტყოფის მონასტერი
კოორდინატები: 41°50′41″ ჩ. გ. 45°04′38″ ა. გ. / 41.8448889° ჩ. გ. 45.0774417° ა. გ. / 41.8448889; 45.0774417
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული კახეთის მხარე, მცხეთა-მთიანეთის მხარე
უმაღლესი წერტილი იალნო
სიმაღლე 1874 
სიგრძე 18 კმ
ამგებელი ქანები კონგლომერატი, ქვიშაქვა, თიხა
იალნოს ქედი — საქართველო
იალნოს ქედი

თხემზე მეორეული სუბალპური მდელოებია.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: