ტბეთი (ქურთის მუნიციპალიტეტი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ტბეთი.

ტბეთისოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ქურთის მუნიციპალიტეტში (ხეთაგუროვის თემი), 1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში. მდებარეობს შიდა ქართლის ვაკის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში. ზღვის დონიდან 900 მეტრი, ცხინვალიდან 3,5 კილომეტრი.

სოფელი
ტბეთი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რეგიონი სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
მუნიციპალიტეტი ქურთის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°13′30″ ჩ. გ. 43°55′26″ ა. გ. / 42.22500° ჩ. გ. 43.924139° ა. გ. / 42.22500; 43.924139
ცენტრის სიმაღლე 900 მეტრი
მოსახლეობა 648 (2015)[1]
სასაათო სარტყელი UTC+04:00
ტბეთი (ქურთის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ტბეთი (ქურთის მუნიციპალიტეტი)
ტბეთი (ქურთის მუნიციპალიტეტი) — სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
ტბეთი (ქურთის მუნიციპალიტეტი)
ტბეთი (ქურთის მუნიციპალიტეტი) — ქურთის მუნიციპალიტეტი
ტბეთი (ქურთის მუნიციპალიტეტი)

2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

ტბეთი ისტორიული შიდა ქართლის ერთ-ერთი ძველი სოფელია. აქედან მოდის დიდგვაროვან აზნაურთა - ტბელთა გვარი. სოფელში არის ტბელი ერისთავების რეზიდენცია. შემორჩენილია ციხესიმაგრისა და ეკლესიის (ე.წ. ბორცვისჯვრის) ნანგრევები. ტაძრის მოჩუქურთმებული და წარწერებიანი ქვები, რომელთა ნაწილი X საუკუნის დასაწყისს მიეკუთვნებოდა, 1920-იან წლებში გაიფანტა: ჩუქურთმიანი ქვები ცხინვალის საავადმყოფოს კედლებში ჩააყოლეს, ხოლო X-XI საუკუნეების მიჯნის არქიტრავი დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში. არქიტრავის წარწერიდან ირკვევა რომ ტაძარი აუშენებია პატრიკ ტბელსქავთარ ტბელის შვილს. წარწერაში მოხსენიებული არიან ამ გვარის სხვა წარმომადგენლებიც.

ლიტერატურა

რედაქტირება