ლეონ III
(გადამისამართდა გვერდიდან ლეონ III (აფხაზეთი))
ლეონ III — „აფხაზთა სამეფოს“ (დასავლეთ საქართველოს) მეფე დაახლოებით 957–967 წლებში, გიორგი II-ის ძე. გამეფებამდე დანიშნული იყო ქართლის ერისთავად. მამასთან ერთად იბრძოდა კახეთის შემოსაერთებლად. კახეთში ერთ-ერთი ლაშქრობის დროს გიორგი II-ის გარდაცვალების გამო იძულებული გახდა დაზავებოდა კახეთის მეფე კვირიკე II-ს, რომელმაც თავი ლეონ III-ის ვასალად ცნო. ლეონ III-მ რამდენიმე ხნის შემდეგ განაახლა ბრძოლა კახეთის სამეფოს დასაპყრობად, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. მის დროს დასავლეთ საქართველოში დიდი სააღმშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა: ააშენეს მოქვის ეკლესია, რომელიც ლეონ III-მ საკათედრო ტაძრად აქცია; 964 აშენდა კუმურდოს ტაძარი.
ლეონ III | |
---|---|
აფხაზთა მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 957 |
მმართ. დასასრული: | 967 |
წინამორბედი: | გიორგი II |
მემკვიდრე: | დემეტრე III |
ქართლის ერისთავი | |
მმართ. დასაწყისი: | 926 |
მმართ. დასასრული: | 957 |
წინამორბედი: | კონსტანტინე |
მემკვიდრე: | პატრიკ ტბელი |
გარდ. თარიღი: | 967 |
შვილები: | დემეტრე III |
მამა: | გიორგი II |
ლიტერატურა
რედაქტირება- გუჩუა ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 191.
წინამორბედი: გიორგი II |
აფხაზეთის მეფე 957 - 967 |
შემდეგი: დემეტრე III |