კონსტანტინე (ქართლის ერისთავი)
კოსტანტინე — აფხაზთა მეფის გიორგი II-ის ძე. ლეონტი მროველის „მატიანე ქართლისას“ მიხედვით ორმოცდამეათე მეფე ქართლისა, კოსტანტინე. ძე აფხაზთა მეფისა. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, ადარნასე II-ის შემდგომ გამეფდა მისი ძე სუმბატი. ქართველთა ამ ჟამს გარდმოვიდა გიორგი მეფე აფხაზთა და მისცა ქართლი კონსტანტინეს, მის ძეს.
კოსტანტინე | |
---|---|
ქართლის ერისთავი | |
მმართ. დასაწყისი: | 923 |
მმართ. დასასრული: | 926 |
წინამორბედი: | ივანე ტბელი |
მემკვიდრე: | ლეონ III |
გარდ. თარიღი: | 926 |
მამა: | გიორგი II |
ხოლო იქმნა მეფედ შემდგომად ძე მისი სუმბატ ქართველთა ჟამსა ამას გარდამოვიდა გიორგი მეფე აფხაზთა და მისცა ქართლი კოსტანტინეს, ძესა თჳსსა (ხოლო ესე ქართველთა მეფენი ბაგრატიონნი დასხდიან ქართლის მეფედ და ოდეს მტერთა მიერ იძლეოდიან, ეპყრათ სამცხე, რომელ არს ზემო-ქართლი, ტაო, ჯავახეთი, თრიალეთი, სამშჳლდე, ხუნანის საერისთაონი, თჳნიერ გარდაბანისა და კლარჯეთს თჳსნი წილნი ციხე-ადგილნი და ჟამად სომხითიცა და შიდა-ქართლი)[1].
არამედ კოსტანტინე აფხაზთა მეფის ძემან იმეფა ქართლს სამი წელი, შემდგომად იწყო მტერობა მამისა თვისისა; ჰსცნა გიორგი მეფემან, მოვიდა და ვერ წინა-აღუდგა ძე მისი, ვინაჲდგან ტაოელნი ყოველნი მეფენი მოიწვია და ემწნენ ყოველნი ბოროტებისათვის კოსტანტინესა; არამედ კოსტანტინემ განამაგრა უფლი-სციხე; გარ-მოდგომილმან გიორგი მეფემან ვერ შემუსრა ციხე; შემდგომად აბირნა აზნაურნი გამოტყუებად კოსტანტინესად და ეტყოდნენ კოსტანტინეს: „ვინაჲდგან არს მეფე გარე აფხაზეთისა, გამოვედ, შენ გყოთ მუნ მეფედ.“ ხოლო იგი მრწმენელი გამოვიდა ტივით და მიეტევნენ შეპყრობად; ივლტოდა კოსტანტინე და დაიმალა ნაპრალსა კლდისასა; ჰპოვეს და მოჰგვარეს გიორგი მეფესა. (ხოლო მან გამოჰყვერა უთესლობისათვის და შემდგომად მოკვდა); აღიღო ციხეცა და წარვიდა[2].
ქვეყნის ცენტრალიზაციის მოწინააღმდეგე ქართლის მსხვილ აზნაურთა მხარდაჭერით აჯანყება მოაწყო დამოუკიდებელი სამეფოს შესაქმნელად, მაგრამ დამარცხდა. გიორგი II-ის ბრძანებით კოსტანტინე შეიპყრეს და აწამეს. იგი გარდაიცვალა უშვილოდ.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტომი 2, თბ., 1973;
- ჯავახიშვილი ი. ქართველი ერის ისტორია, წიგნი 2, თბ., 1965
- Анчабадзе З. В., Из истории средневековой Абхазии (VI-XVII вв.), Сухуми, 1959
- გუჩუა ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 642.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ვახუშტი ბატონიშვილი „საქართველოს ძველი ისტორია“, ბაგრატიონთა მეფობა: ნდ. მეფე ბაგრატ. ლდ წელი მეფა
- ↑ ლეონტი მროველი „მატიანე ქართლისა“: მეორმოცდაათე მეფე ქართლისა, კოსტანტინე. ძე აფხაზთა მეფისა