დემეტრე III
დემეტრე (დიმიტრი) III — აფხაზთა სამეფოს (დასავლეთ საქართველოს) მეფე დაახლოებით 967-975, გიორგი II-ის ძე, ლეონ III-ის ძმა და მემკვიდრე.
დემეტრე III | |
---|---|
აფხაზთა მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 967 |
მმართ. დასასრული: | 975 |
წინამორბედი: | ლეონ III |
მემკვიდრე: | თეოდოს III |
გარდ. თარიღი: | 975 |
მამა: | გიორგი II |
აქტიურად იბრძოდა საქართველოში ჰეგემონიის მოპოვებისათვის. ფეოდალურმა ოპოზიციამ დაუპირისპირა ძმა თეოდოსი, რომელსაც მხარს უჭერდა მესხეთის, ქართლისა და კახეთის აზნაურთა ნაწილი. დემეტრე III-მ დაამარცხა თეოდოსის მომხრე აზნაურები, შემდეგ მოტყუებით შეიპყრო თეოდოსი, თვალები დასთხარა და შეძლო დროებით აღედგინა აფხაზეთის სამეფოს ჰეგემონია საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლაში. მაშინ მეამბოხე ფეოდალებმა მის წინააღმდეგ აამხედრეს მეორე ძმა, დემეტრე III-მ ეს ცდაც ჩაახშო.
ლიტერატურა
რედაქტირება- ანჩაბაძე ზ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 375.
წინამორბედი: ლეონ III |
აფხაზეთის მეფე 967 - 975 |
შემდეგი: თეოდოს III |