საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო

(გადამისამართდა გვერდიდან საქართველოს უზენაესი საბჭო)

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოსაქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო საქართველოს სსრ-ის არსებობის ბოლოს და მეორე რესპუბლიკის საწყის პერიოდში, 1990-1992 წლებში.

მთავრობის სასახლე

1989 წელს შეტქნილ იქნა ცვლილება საქართველოს სსრ-ის კონსტიტუციაში და საქართველოს სსრ-ის უმაღლეს საბჭოს ეწოდა უზენაესი საბჭო.[1] მისი არჩევნები დაგეგმილი იყო 1990 წლის მარტში, თუმცა ოპოზიციური პარტიების ბოიკოტის გამო გადადებულ იქნა შემოდგომაზე. ამის შემდეგ მოხდა განხეთქილება საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, რომელიც დაიყო ზვიად გამსახურდიასა და გიორგი ჭანტურიას მომხრეებად. ჭანტურიას ირგვლივ გაერთიანებულმა არ მიიღეს მონაწილეობა ოფიციალურ არჩევნებში, ხოლო გამსახურდიას ბლოკმა „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“ 1990 წლს 28 ოქტომბერს გამართულ არჩევნებში დაამარცხა მმართველი კომუნისტური პარტია და მოიპოვა უმრავლესობა უზენაეს საბჭოში. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა თითქმს 70%-მა, თუმცა ძალიან დაბალი მონაწლეობა დაფიქსირდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიებში.

უზენაესი საბჭო, მიუხედავად კაპიტალიზმზე ეტაპობრივი გადასვლის მხარდაჭერისა, იქცა ქართული ნაციონალიზმის ორგანოდ. საბჭოში ხდებოდა უმცირესობის, ზომიერი ოპოზიციის და საბჭოში წარმომადგენლობის არმქონე ეთნიკური უმცირესობების შეხედულებათა მარგინალიზაცია. უზენაესმა საბჭომ 1990 წლის დეკემბერში გააუქმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. 1991 წლის 9 აპრილს აღადგინა საქართველოს დამოუკიდებლობა. 1991 წლის 14 აპრილს უზენაესმა საბჭომ შემოიღო საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა და ამ თანამდებობაზე აირჩია უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია. ამის შემდეგ საბჭოს თავმჯდომარე გახდა აკაკი ასათიანი. 1991 წლის აგვისტოში უზენაესმა საბჭომ აკრძალა საქართველოს კომუნისტური პარტია და გაუუქმა მანდატი ამ პარტიიდან არჩეულ საბჭოს 64 დეპუტატს.[2]

იმოქმედა უზენაესი საბჭოს მხოლოდ პირველმა მოწვევამ 1990 წლის 14 ნოემბრიდან 1992 წლამდე.[3] 1992 წლის იანვარში სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ უზენაესი საბჭო დათხოვნილ იქნა სამხედრო საბჭოს გადაწყვეტილებით 1992 წლის 2 იანვარს. სამხედრო საბჭომ 1992 წლის 21 თებერვალს აღდგენილად გამოაცხადა 1921 წლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია და 1992 წლის 4 ნოემბერს დანიშნა საპარლამენტო არჩევნები. ახალი წარმომადგენლობითი ორგანო — საქართველოს პარლამენტი — არჩეულ იქნა 1992 წლის ნოემბერში.

თავმჯდომარეები

რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. უზენაესი საბჭოს უწყებები N11 გვ. 22. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭო (1989 წლის აგვისტო).
  2. საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელები: ტომი II, პარლამენტის სამეცნიერო-საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება, ირიდა, თბილისი, 2013, გვ. 283
  3. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო - 1990 - 1991 წწ