საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნები

ეს არის გამოქვეყნებული ვერსია, შემოწმებული 17 სექტემბერი 2024. არსებობს შემოუწმებელი რედაქტირება ფაილებში ან თარგებში.

საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნებისაქართველოს სსრ-ში ჩატარებული პირველი და ერთადერთი მრავალპარტიული, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები. არჩევნების შედეგად არჩეულმა უზენაესმა საბჭომ აღადგინა საქართველოს დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს.

‹  საქართველოს დროშა 1992 ›
საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები
28 ოქტომბერი 1990
პარტია მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო საქართველოს სსრ-ის კომუნისტური პარტია
პროცენტი 54% 29,6%
მმართველი
პარტია
არჩეული პარტია
საქართველოს კომუნისტური პარტია მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო

წინაპირობები

რედაქტირება

არჩევნები უნდა ჩატარებულიყო მარტში. 1990 წლის 11-13 მარტს თბილისში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩატარდა ეროვნული ძალების კონფერენცია, რომელმაც ბოიკოტი გამოუცხადა ოფიციალურ არჩევნებს. ხელისუფლება იძულებული გახდა არჩევნები გადაედო შემოდგომაზე. ამის შემდეგ მოხდა განხეთქილება საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, რომელიც დაიყო ზვიად გამსახურდიასა და გიორგი ჭანტურიას მომხრეებად. ჭანტურიას ირგვლივ გაერთიანებულმა ძალებმა სექტემბერში ჩაატარეს ალტერნატიული არჩევნები, რომელშიც 6 ბლოკი მონაწილეობდა, მაგრამ კენჭისყრის სამი რაუნდის შემდეგ ამომრჩევლების მხოლოდ 50,8%-მა მიიღო მონაწილეობა.

არჩევნები

რედაქტირება

გამსახურდიას ირგვლივ გაერთიანებულმა ძალებმა შექმნეს საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“ და მოემზადნენ შემოდგომის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. პარტიები რეგისტრაციას გადიოდნენ 32-წევრიან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. საარჩევნო კომისიაშ ოპოზციური ორგანიზაციების წარმომადგენლები რაოდენობრივად აღემატებოდნენ მმართველი კომუნისტური პარტიის წარმომადგენლებს. არჩევნების მონიტორინგს აწარმოებდა 40-მდე საერთაშორისო დამკვირვებელი. არჩევნებში 11 სუბიექტი მონაწილეობდა, აქედან 6 პარტია და 5 ბლოკი. არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდათ საბჭოთა შეიარაღებული ძალებში მომსახურე პირებს, ასევე რეგიონულ პარტიებს, ამის გამო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პარტიებმა „აიდგილარამ“ და „ადამონ ნიხასმა“ ბოიკოტი გამოუცხადეს არჩევნებს. არჩევნები ჩატარდა პარტიულ-პროპორციული (125 მანდატი) და ერთმანდატიანი მაჟორიტარული (125 მანდატი) შერეული საარჩევნო სისტემით. უზენაესი საბჭო აირჩეოდა 5 წლის ვადით. დაწესებული იყო 4%-იანი ბარიერი.

წინასაარჩევნო გარემო

რედაქტირება

წინასაარჩევნო პერიოდში ჩამოყალიბდა 5 საარჩევნო ბლოკი:

შედეგები

რედაქტირება

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო 3 444 002 ადამიანი, აქედან მონაწილეობა მიიღო 2 406 742 ადამიანმა, ანუ ამომრჩეველთა 69,88%-მა. მიუხედავად ამისა, დაბალი იყო არჩევნებში მონაწილეობა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიებში. მაგ. ქალაქ ცხინვალში ამომრჩევლების მხოლოდ 1,7%-მა მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა. არჩევნებში მოულოდნელი გამარჯვება მოიპოვა ზვიად გამსახურდიას ბლოკმა „მრგვალი მაგიდა“

კანდიდატი ხმების რაოდენობა % მიღებული მანდატების რაოდენობა
(მ.შ. პარტიული სიით)
მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო 54% 155 (81)
საქართველოს სსრ-ის კომუნისტური პარტია 29,6% 64
საქართველოს სახალხო ფრონტი 12
დემოკრატიული საქართველო 4
სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოება 1
განთავისუფლება და ეკონომიკური აღორძინება 1
დამოუკიდებელი კანდიდატები 9
ვაკანტური 4
სულ 100% 250

1990 წლის 14 ნოემბერს ჩატარდა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველი სესია, რომელმაც უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ ერთხმად აირჩია ზვიად გამსახურდია.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება