ასურელები

(გადამისამართდა გვერდიდან ასურელი)

ასურელები, ასირიელები, ასურები, სირიელები, არამეელები, ქალდეელები (არამ. ܐܬܘܪ̈ܝܐ) (საკუთარი სახელწოდება ათურაი, სურაი, ქალდაი) — სემიტური მოდგმის ხალხი, არამეელების შთამომავალნი. ცნობილი არიან აგრეთვე, როგორც სირიელები, აისორები (ეს სახელწოდება გავრცელებული იყო მეფის რუსეთში და დამამცირებლად ითვლებოდა). XVIII საუკუნის ქართულ წყაროებში დამოწმებულია სახელწოდება „ასურნი“. ცხოვრობენ ძირითადად სირიაში, ერაყში და მათი მიმდებარე თურქეთისა და ირანის ტერიტორიაზე, აგრეთვე აშშ-ში, სომხეთში, საქართველოში (თბილისი, მცხეთისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტები) და ყოფილ სსრკ-ის ევროპის ნაწილის დიდ ქალაქებში. ენა — ასურული. ასურელების წინაპრებს — არამეელებს ფართო ტერიტორია ეკავათ ახლო აღმოსავლეთში. არაბთა და მონღოლთა დაპყრობის შედეგად ასურეთის უმრავლესობამ ასიმილაცია განიცადა. რელიგია — ქრისტიანობა (უმთავრესად ნესტორიანელები, აგრეთვე ნესტორიანული წესის კათოლიკეებიც (ქალდეველები).

ასურელები
ܐܬܘܪ̈ܝܐ
(ათურაჰე)
საერთო მოსახლეობა
დაახ. 3.3-4.2 მილიონი[1][2][3]
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით
ერაყის დროშა ერაყი 300,000[4]
სირიის დროშა სირია 400,000[5]
ირანის დროშა ირანი 20,000–60,000[6][7]
თურქეთის დროშა თურქეთი 15,000-25,100[6][8][9]
აშშ-ის დროშა აშშ 83,000
შვედეთის დროშა შვედეთი 80,000
გერმანიის დროშა გერმანია 70,000
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი 15,000
რუსეთის დროშა რუსეთი 14,000
კანადის დროშა კანადა 7,000
სომხეთის დროშა სომხეთი 2,769[10]
საქართველოს დროშა საქართველო 2,377[11]
ენები არამეული ენა, ახალი არამეული ენა (ასურული ენა), არაბული (აგრეთვე: რუსული, ქურთული, სომხური)
რელიგიები ქრისტიანობა
ასურეთის დროშა (1968 წლიდან)

ლიტერატურა

რედაქტირება