რიონის ჰიდროელექტროსადგური

ჰიდროელექტროსადგური საქართველოში
(გადამისამართდა გვერდიდან რიონჰესი)

რიონის ჰიდროელექტროსადგური, რიონჰესისაქართველოს ჰიდროელექტროსადგური მდინარე რიონზე. მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა 1927–28 წლებში. საპროექტო სიმძლავრე — 48000 კვტ, წლიური გამომუშავება 250 მლნ. კვტ·სთ. პირველი ორი აგრეგატი ექსპლუატაციაში შევიდა 1933 წელს, ხოლო III და IV აგრეგატი — 1934 წელს. ამავე წლის 30 ივლისს რიონის ჰიდროელექტროსადგური გადაეცა საექსპლუატაციოდ. 1934 წლიდანვე განხორციელდა რიონჰესისა და ზაჰესის პარალელური მუშაობა და შეიქმნა საქენერგოს სისტემა.

1951 წლიდან რიონის ჰიდროელექტროსადგურის მართვის სისტემა ავტომატურია.

1935–1983 წლებში რიონის ჰიდროელექტროსადგურმა გამოიმუშვა 13,3 მლრდ. კვტ·სთ ელექტროენერგია.

ლიტერატურა

რედაქტირება