ლობნოე მესტო (რუს. Лобное место), აგრეთვე ცნობილი როგორც „თავის ქალების ადგილი“ — 13 მეტრი სიგანის ქვის პლატფორმა წითელ მოედანზე, მოსკოვი, წმინდა ბასილის ტაძრის წინ.

ლობნოე მესტო

ადგილის სახელი მომდინარეობს რუსული სიტყვებიდან „შუბლი“ (ლობ) და „ადგილი“ (მესტო). ძველ რუსულში „ლობ“ ნიშნავდა მდინარის ხვეულ ნაპირს. პლატფორმა სავარაუდოდ 1530-იან წლებში უნდა აეგოთ აგურით. პირველად ნახსენებია 1547 წელს, როდესაც ივანე მრისხანე მოსკოველთა წინ სიტყვით გამოვიდა ამ ადგილას. შემდგომში ეს ადგილი ძირითადად ცარის უკაზების გამოსაცხადებლად და რელიგიური ცერემონიებისთვის გამოიყენებოდა. მიუხედავად პოპულარული წარმოდგენისა, ეს წრიული პლატფორმა სასჯელის აღსასრულებლად არასდროს გამოუყენებიათ. დროდადრო სახრჩობელას ხარაჩოებს მის გვერდით აწყობდნენ, თუმცა სახალხო სიკვდილით დასჯის პროცედურებს ვასილევსკი სპუსკზე აწყობდნენ ხოლმე წმინდა ბასილის ტაძრის უკან.

ლიტერატურა

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • Анисимов Е. В. Юный град. Петербург времён Петра Великого. — СПб: Дмитрий Буланин, 2003. — 364 с. — ISBN 5-86007-374-7.