სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კრისტალი.

კრისტალები (ბერძ. κρύσταλλος, თავდაპირველად — ყინული, შემდგომ — მთის ბროლი, კრისტალი) — არის მყარი სხეულები, სადაც ატომები განთავსებული არიან გარკვეული კანონზომიერებით, და წარმოქმნის სამგანზომილებიან-პერიოდულ სივრცულ წყობას — კრისტალურ მესერს.

კვარცის კრისტალი

კრისტალები — ეს არის მყარი ნივთიერება, რომელსაც აქვს ბუნებრივი გარეგნული სწორი სიმეტრიული მრავალწახნაგოვანი ფორმა, რომელიც დაფუძნებულია მის შიდა სტრუქტურაზე, ანუ ნივთიერების შემადგენელი ნაწილაკების (ატომი, მოლეკულა, იონი) ერთ-ერთი მათგანის მდებარეობაზე.

კრისტალური სტრუქტურა

რედაქტირება

კრისთალური სტრუქტურა, ინდივიდუალურია ყოველი ნივთიერებისათვის, და მიეკუთვნება ამ ნივთიერების ძირითად ფიზიკო-ქიმიურ თვისებებს.

კრისტალური მესერი

რედაქტირება

მყარი ნივთიერების შემადგენელი ნაწილაკები წარმოქმნიან კრისტალურ მესერს. თუ კი კრისტალური მესრები სტერეომეტრიულად (სივრცულად) ერთნაირია ან მსგავსია (აქვთ ერთნაირი სიმეტრია), მაშინ მათ შორის გეომეტრიული სხვაობა მდგომარეობს, მესერის კვანძის ნაწლაკებს შორის არსებულ სხვადასხვა მანძილზე. ნაწილაკებს შორის მანძილებს უწოდებენ მესერის პარამეტრებს. მესერის პარამეტრები, ასევე მრავალწახნაგების გეომეტრიული კუთხეები განისაზღვრებიან სტრუქტურული ანალიზის ფიზიკური მეთოდებით, მაგალითად რენტგენული სტრუქტურული ანალიზის მეთოდით.

ხშირად მყარი ნივთიერებები წარმოქმნიან (პირობების მიხედვით) კრისტალური მესერის ერთზე მეტ ფორმას; ასეთ ფორმებს უწოდებენ პოლიმორფულ მოდიფიკაციებს. მაგალითად, მარტივ ნივთიერებებს შორის ცნობილია რომბული და მონოსოლური გოგირდი, გრაფიტი და ალმასი, რომლებიც წარმოადგენენ ნახშირბადის ჰექსაგონალურ და კუბურ მოდიფიკაციებს, რთულ ნივთიერებებს შორის — კვარცი, ტრიდიმიტი და კრისტობალიტი წარმოადგენენ სილიციუმის დიოქსიდის სხვადასხვა მოდიფიკაციას.

კრისტალების სახეობები

რედაქტირება

კრისტალები უნდა დაიყოს იდეალურ და რეალურ კრისტალებად.

იდეალური კრისტალები

რედაქტირება

იდეალური კრისტალები, თავისი არსით, არის მეთემატიკური ობიექტი, რომელსაც აქვს სრული, მისთვის დამახასიათებელი სიმეტრია, იდეალიზირებულად სწორი ტოლი წახნაგები.

რეალური კრისტალი

რედაქტირება

რეალური კრისტალი ყოველთვის შეიცავს მესერის შიდა სტრუქტურის სხვადასხვა დეფექტს, დამახინჯებას და წახნაგებზე უსწორმასწორობას და აქვს მრავალწახნაგის დაქვეითებული სიმეტრია ზრდის პირობების სპეციფიკის შედეგად, მკვებავი გარემოს სხვადასხვაგვაროვნებაზე, დაზიანებები და დეფორმაციები. კატეგორის:კრისტალოგრაფია