კაპიტოლიუმის ძუ მგელი
კაპიტოლიუმის ძუ მგელი (ლათ. Lupa Capitolina) — ეტრუსკული ბრინჯაოს სკულპტურა, სტილისტური მახასიათებლებით თარიღდება ძვ. წ. V საუკუნით და ანტიკური პერიოდიდან რომში ინახება. სკულპტურაზე გამოსახულია (თითქმის ნატურალური ზომით) ძუ მგელი, რომელიც საკუთარი რძით კვებავს ორ ჩვილ ბავშვს — რომულუსსა და რემუსს, ქალაქის ლეგენდარულ დამაარსებლებს. ითვლება, რომ მგელი საბინებისა და ეტრუსკების ტოტემი იყო, ხოლო ქანდაკება რომში გადაიტანეს რომაელების ამ ხალხთან შერწყმის ნიშნად.
ლიტერატურა
რედაქტირება- Lombardi, G. (2002). „A petrographic study of the casting core of the Lupa Capitolina“. Archaeometry. 44 (4): 601ff. (X-ray diffractometry, thermal analyses, chemistry and thin sections identify the casting site in the lower Tiber valley.)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „კაპიტოლიუმის ძუ მგელი“ ვიკისაწყობში.