ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

გადის ტორსო (Gaddi Torso), მარმარილოს ფიგურა გამოფენილი უფიცის არქეოლოგიური ოთახში, ფლორენციაში, და წარმოადგენს ძვ. წ. II საუკუნის ელინისტურ ქანდაკებას. მისი დინამიკური მოხრა და არაჩვეულებრივად დახვეწილი მოდელირება მას პერგამენის სკოლის ქანდაკებებს მიაკუთვნებს. გადის კოლექციაში ყოფნისას ქანდაკება სატირის ტორსო ეგონათ, თუმცა ამჟამად მას ჯაჭვებისგან გათავისუფლების მოწადინე კენტავრად მიიჩნევენ. ეს თემა რამდენიმეჯერ წარმოუდგენიათ ელენისტურ ხელოვნებაში, რაც იმჟამად ადამიანის მდაბალი ნატურის ცივილიზებული კონტროლის სიმბოლოს წარმოადგენდა.

Torso Gaddi
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გადის_ტორსო“-დან