ოიამა ივაო (დ. 10 ოქტომბერი 1842, საცუმის სამთავრო, ახლანდელი კაგოსიმის პრეფექტურა — გ. 10 დეკემბერი 1916, ფუკუოკის პრეფექტურა) — პრინცი (1905-იდან), იაპონიის სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, მარშალი (1898). ბურჟუაზიული რევოლუციის (1867–1868) შემდეგ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იაპონიის თანამედროვე ტიპის არმიის შექმნაში. 1871–1874 მიიღო სამხედრო განათლება საფრანგეთსა და შვეიცარიაში. 1877–1878 მონაწილეობდა სამურაების ამბოხების ჩახშობაში. 1887–1896 სამხედრო მინისტრი (ხანმოკლე ინტერვალებით). იაპონია-ჩინეთის ომში (1894–1895) სარდლობდა მე-2 არმიას, აიღო ლიუიშენი (პორტ-არტური). 1899–1904 გენშტაბის უფროსი, რუსეთ-იაპონიის ომის (1904–1905) დროს, 1904 ივნისიდან, სახმელეთო არმიების მთავარსარდალი მანჯურიაში, 1912-იდან გენრო და იმპერატორის ბეჭდის მცველი ლორდი.

იოამა ივაო
大山 巌
ეროვნება იაპონელი
დაბადების თარიღი 12 ნოემბერი, 1842
დაბადების ადგილი საცუმის სამთავრო, იაპონია
გარდაცვალების თარიღი 10 დეკემბერი, 1916 (74 წლის)
გარდაცვალების ადგილი ტოკიო, იაპონია
კუთვნილება იაპონიის იმპერია
ჯარის სახეობა იაპონიის საიმპერატორო არმია
სამხედრო სამსახურის წლები 18711914
წოდება ფელდმარშალი
მეთაურობდა იაპონიის საიმპერატორო არმია, 2nd Army და Japanese Manchurian Army
ბრძოლები/ომები ბოსინის ომი
საცუმას აჯანყება
ჩინეთ-იაპონიის პირველი ომი
რუსეთ-იაპონიის ომი
ჯილდოები საპატიო ლეგიონის დიდი ჯვრის ორდენის კავალერი, თეთრი არწივის ორდენი, ამომავალი მზის 1-ლი ხარისხის ორდენი, Order of the Rising Sun with Paulownia Flowers, 1st class, Order of the Golden Kite, 1st Class, ღირსების ორდენი, Knight Grand Cross of the Order of Saints Maurice and Lazarus, Knight grand cross of the order of the crown of Italy, Collar of the Supreme Order of the Chrysanthemum, Silver Medal with Yellow Ribbon და რკინის გვირგვინის ორდენი

ლიტერატურა

რედაქტირება