წმინდა ემილია
წმიდა ემილია - წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 1 იანვარი, ახალი სტილით - 14 იანვარი. ბასილი დიდის დედა კაბადოკიის გავლენიანი და კეთილმორწმუნე ოჯახის შვილი იყო. არსებობს ცნობა, რომ მისი პაპა მოწამეობრივად აღესრულა. ოჯახისათვის მთელი ქონება ჩამოურთმევიათ, მაგრამ მალევე აღუდგენიათ დაკარგული პატივი.
ემილია სიყრმიდანვე გამოირჩეოდა სათნოებითა და ღვთისმოყვარეობით, მას შეეძინა ათი შვილი, რომელთაგან ხუთი შემდგომში წმიდანად შერაცხეს: ღირსი მაკრინე (ხს 1 აგვისტოს); ბასილი დიდი (ხს 14 იანვარს); გრიგოლ ნოსელი (ხს. 23 იანვარს); პეტრე სებასტიელი (ხს. 22 იანვარს) და თეოზვა-დიაკონისა (ხს. 23 იანვარს).
ლიტერატურა
რედაქტირება- წმიდანთა ცხოვრება, ტომი I, თბილისი, 2001 წ. გვ. 11