თეოზვა დიაკონისა

(გადამისამართდა გვერდიდან თეოზვა-დიაკონისა)

ნეტარი თეოზვა დიაკონისა (გ. 385) — წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 10 იანვარი, ახალი სტილით — 23 იანვარი.

ბასილი დიდის, გრიგოლ ნოსელის და პეტრე სებასტიელის და იყო. წმიდა ქალწული დიაკონისად მსახურობდა ტაძარში, სნეულებს უვლიდა, მწირებს აპურებდა, ობლებს ზრდიდა, ქალებს ნათლობის საიდუმლოსთვის ამზადებდა. იგი მთელი სამი წლის მანძილზე თან ახლდა გადასახლებაში თავის ძმას, წმიდა გრიგოლ ნოსელს და იზიარებდა მის მძიმე ხვედრს. წმიდა თეოზვა გარდაიცვალა 385 წელს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, გვ. 40, თბილისი, 2001 წ.