ცხოველთა ტიპის ღრუბლების შესახებ, იხილეთ ღრუბლები (ცხოველები).

ღრუბლებიატმოსფეროში წყლის ორთქლის კონდენსაციის პროდუქტების (უამრავი წყლის წვეთის ან ყინულის წვრილი კრისტალების ამ ორივესი ერთად) გროვა. ამგვარ გროვას მიწის ზედაპირზე ნისლი ეწოდება. ღრუბელი მნიშვნელოვანი ამინდწარმომქმნელი ფაქტორია, განაპირობებს ნალექების მოსვლასა და რეჟიმს, გავლენას ახდენს დედამიწისა და ატმოსფერულ სითბურ რეჟიმზე და ა.შ. ატმოსფერული წყლის ორთქლის უდიდესი ნაწილი მოქცეულია ტროპოსფეროში, ამიტომ აქ სხვადასხვა სიმაღლეზე გვხვდება სხვადასხვა ფორმის ღრუბლების უმრავლესობა. ზოგიერთი ღრუბელი (ფრთა და გროვა-წვიმის) სტრატოსფეროშიც აღწევს.

ღრუბლები
ღრუბლების ესთეტიკა

გარდა ამისა, სტრატოსფეროში წარმოიქმნება სადაფისებრი ღრუბლები (დაახლოებით 25-30 კმ სიმაღლეზე), მეზოსფეროშივერცხლისფერი ღრუბლები (დაახლოებით 80 კმ სიმაღლეზე).

ღრუბლები წარმოიქმნება მას შემდეგ, როდესაც შეფარდებითი ნოტიო ჰაერი მატულობს. იგი შედგება წყლის წვეთებისაგან, ყინულის კრისტალების ან წყლის წვეთებისა და კრისტალური ყინულის ნაზავებისაგან. შერეული ღრუბლები წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ღრუბლების ტემპერატურა 0 °C-ზე ნაკლებია.

ღრუბლები ჩვეულებრივ ტროპოსფეროში შეინიშნება. აღსანიშნავია ვერცხლისფერი ღრუბლები, რომელიც იშვიათი ატმოსფერული მოვლენაა და ამასთანავე დედამიწის ატმოსფეროში არსებული ყველაზე მაღლა მდებარე ღრუბელია.

გარეგანი ნიშნებისა და სიმაღლის მიხედვით მეტეოროლოგიაში გამოიყოფა ღრუბლების რამდენიმე კლასიფიკაცია:

  • მაღალი ღრუბლები, რომლებიც დედამიწის ზედაპირიდან 13-5 კმ-ზე ვრცელდებიან ეწოდებათ — ბუმბულისებრი ღრუბლები, ფენა ღრუბლები და ბუმბულის მსგავსი ფენოვანი ღრუბლები;
  • საშუალო სიმაღლეზე მდებარე (7-2 კმ-მდე) ღრუბლებს — მაღალ-გროვა და მაღალ-ფენობრივ ღრუბლებს უწოდებენ;
  • დაბალი ღრუბლები (2-0 კმ-მდე) — ფენა-გროვის, ფენისა და ფენა-წვიმიანი ღრუბლების სახელით არის ცნობილი.

გროვა-წვიმის ღრუბლები ეწოდება ისეთ ღრუბლებს, რომელიც ყველა ზემოჩამოთვლილ ზონაში ვრცელდება.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 599-600.
  • Физика облаков, под ред. А. Х. Хргиана, Л., 1961;
  • Шметер С. М., Физика конвективных облаков, Л., 1972;
  • Mason В. J., The physics of clouds, Oxf., 1957;
  • Proceedings of the International conference on cloud physics, Toronto, August, 1968, Toronto, 1968.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: