ბროწეულის ფერი
ბროწეულის ფერი (სომხ. Նռան գույնը; თავდაპირველად გამოვიდა სახელით „საიათ-ნოვა“ — Սայաթ-Նովա) — სერგო ფარაჯანოვის 1968 წელს გადაღებული კინოფილმი, რომელიც ფედერიკო ფელინიმ, ჟან-ლიუკ გოდარმა და მიქელანჯელო ანტონიონიმ კინოს შედევრად აღიარეს. მიუხედავად ამისა, საბჭოთა მთავრობამ ფილმის ჩვენება აკრძალა, ხოლო თვით რეჟისორი კი 1973 წელს შრომით-გამასწორებელ კოლონიაში გადაასახლა. ეს ფილმი XX საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად არის აღიარებული. [წყარო არ არის მითითებული 270 დღე]
„ბროწეულის ფერი“ | |
---|---|
რეჟისორი | სერგო ფარაჯანოვი |
სცენარისტი | სერგო ფარაჯანოვი |
როლებში | სოფიკო ჭიაურელი |
კომპოზიტორი | ტიგრან მენსურიანი |
დისტრიბუტორი | არმენფილმი |
ხანგრძლივობა | 79 წთ |
ქვეყანა | სსრკ |
ენა | სომხური ენა |
სიუჟეტი
რედაქტირებაფილმი თბილისელი აშუღი საიათ-ნოვას ბიოგრაფიაა, რომელშიც პოეტის ცხოვრება მისი პოეზიით არის გაშუქებული მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი თარიღების ტრადიციული ქრონოლოგიის ნაცვლად. ფილმში ნაჩვენებია პოეტის ბავშვობა, პირველი სიყვარული, ბერობა და გარდაცვალება. მაგრამ ეს მოვლენები ნაჩვენებია ფარაჯანოვის წარმოსახვაში პოეტის ლექსების განსახიერებით, ლექსების, რომლებიც სანახაობა იყო და იშვიათად როგორც მხოლოდ მოსასმენი. სოფიკო ჭიაურელი თამაშობს ექვს როლს, მამაკაცისა და ქალისაც, ხოლო ფარაჯანოვი მონაწილეობს ფილმის თითქმის ყველა ასპექტში, გარდა დიალოგებისა და კამერის მოძრაობისა.
ფილმის შთაგონება, მისი თქმით, იყო „სომხური ილუსტრირებული მინიატურები. მე მინდოდა შემექმნა შიდა დინამიკა, რომელიც სურათიდან, ფორმებიდან და ფერთა დრამატურგიიდან მოდის“.
როლებში
რედაქტირება- სოფიკო ჭიაურელი - პოეტი ყმაწვილობაში / პოეტის სიყვარული / პოეტის მუზა / მიმი / აღდგომის ანგელოზი
- მელკონ ალექსანიანი - პოეტი ბავშვობაში
- ვილენ გლასტიანი - პოეტი საკანში
- სპარტაკ ბაღაშვილი - პოეტის მამა
- მედეა ჯაფარიძე - პოეტის დედა
- გიორგი გეგეჭკორი - მოხუცი პოეტი
- ოვანეს მინასიანი - უფლისწული
- ონიკ მინასიანი - უფლისწული