ტროა
ტროა (ბერძ. Τροία ან Τροάς, ასევე Ήλιον; ლათ. Troia, Ilium) — ლეგენდარული ქალაქი, აღწერილი ტროის ომის ციკლში, ილიადაში, ჰომეროსის ძველ ბერძნულ ეპოსში.
ტროის არქეოლოგიური ძეგლი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | თურქეთი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | ii, iii, vi |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 39°57′27″ ჩ. გ. 26°14′20″ ა. გ. / 39.95750° ჩ. გ. 26.23889° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1998 (22-ე სესია) |
ნომერი | 849 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 849 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ტროა (Truva, Hissarlik 39°58′N 26°13′E) ასევე არქეოლოგიური მიდამოა ანატოლიაში, ჰომეროსის მიერ აღწერილ ადგილას ზღვის პირას დარდანელის სრუტის სამხრეთ დასავლეთში მთა იდას ქვეშ.
ახალი ქალაქი ილიუმი დაფუძნდა ლეგენდარული ილიონის (ტროა) ადგილას რომის იმპერატორ ავგუსტუსის მმართველობის პერიოდში. ხელსაყრელი მდებარეობის წყალობით ქალაქი საკმაოდ მდიდარი იყო, თუმცა კონსტანტინეპოლის დაარსების შემდეგ, ბიზანტიის პერიოდში, ის თანდათან დაკნინდა.
1870 წელს გერმანელმა არქეოლოგმა ჰაინრიხ შლიმანმა ამ ადგილას არქეოლოგიური გათხრები წამოიწყო. გათხრების შედეგად აღმოჩენილ იქნა ერთი მეორის შემდეგ აშენებული რამდენიმე ქალაქი. ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ქალაქი ჰომეროსის ტროად იქნა მიჩნეული. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი დასკვნა საკამოთოა, ამ ადგილის იდენტიფიკაცია შესაძლებელი გახდა ჰიტიტურ ტექსტებში ქალაქ ვილუსად; ილიონი (ანუ ვილიონი) ამ სახელის ბერძნული ვარიანტი უნდა ყოფილიყო.
1998 წელს ტროა შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Troy on the Internet, Educational website, University of Cincinnati დაარქივებული 2008-05-14 საიტზე Wayback Machine.
- Project Troia - The new excavations at Troy დაარქივებული 2005-05-19 საიტზე Wayback Machine.
- digital reconstructions of the city დაარქივებული 2007-03-11 საიტზე Wayback Machine.
- Greek, Roman and Byzantine Pottery at Ilion (Troia) დაარქივებული 2011-06-07 საიტზე Wayback Machine.
- Coins from Ilion (Troia)
- Troy VII and the Historicity of the Trojan War დაარქივებული 2006-04-11 საიტზე Wayback Machine.