დარდანელის სრუტე

(გადამისამართდა გვერდიდან დარდანელი)

დარდანელი (თურქ. Çanakkale Boğazı, ბერძ. Δαρδανελλια), ადრე ცნობილი როგორც ჰელესპონტი — არის ვიწრო სრუტე ჩრდილო-დასავლეთ თურქეთში, რომელიც ეგეოსის ზღვას მარმარილოს ზღვასთან აერთებს. მისი კოორდინატებია 40°13′N, 26°26′E. სრუტე სიგრძით 61 კმ-ია და მხოლოდ 1,2–6 კმ მერყეობს სიგანეში, საშუალო სიღრმით 55 მ, ხოლო მაქსიმალური სიღრმით 82 მ. წყალი სრუტის გასწვრივ ორივე მიმართულებით მიედინება მარმარილოს ზღვიდან ეგეოსისკენ ზედაპირის დინებით, საპირისპიროდ კი ქვემო დინებით.

დარდანელის სრუტე

ბოსფორის სრუტის მსგავსად ის ევროპას (გალიპოლის ნახევარკუნძულთან) აზიისგან ჰყოფს. სრუტე საერთაშორისო წყლებს ეკუთვნის და ბოსფორთან ერთად შავ ზღვას ხმელთაშუასთან აკავშირებს.

სრუტესთან მდებარე მთავარი ქალაქია ჯანაკალე (თურქ. ჯანას ციხე). სიტყვა დარდანელი მომდინარეობს დარდანუსისგან, რომელიც ძველი ბერძნული ქალაქი იყო სრუტის აზიურ ნაპირზე.

დარდანელის ევროპის ნაპირზეა ნავსადგური გელიბოლუ (გალიპოლი), აზიურ სანაპიროზე კი — ჩანაქკალე.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება