ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ლიდია რუსლანოვა (რუს.: Лидия Андреевна Русланова; დ. 27 ოქტომბერი, 1900, სარატოვის გუბერნია — გ. 21 სექტემბერი, 1973, მოსკოვი) — რუსული ფოლკლორული სიმღერების ერთ-ერთი უდიდესი და მსმენელთათვის ყველაზე საყვარელი შემსრულებელი..[2]

ლიდია რუსლანოვა

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 27 ოქტომბერი, 1900
დაბ. ადგილი Alexandrovka[1]
გარდ. თარიღი 21 სექტემბერი, 1973 (72 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი, სსრკ
დასაფლავებულია ნოვოდევიჩიეს სასაფლაო
ჟანრ(ებ)ი ფოლკლორი,
რუსული ხალხური სიმღერა,
ქალაქური რომანსები
საქმიანობა მომღერალი
ლიდია რუსლანოვა ვიკისაწყობში

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

რუსლანოვა დაიბადა სოფ. ჩერნავკაში, სარატოვთან, გლეხის ოჯახში. მისი ნათლობის სახელი იყო პრასკოვია ლეიკინა (რუს.: Прасковья Лейкина). მშობლები 5 წლის ასაკში დაეღუპა, რის გამოც თითქმის მთელი ბავშვობა ბავშვთა სახლში გაატარა. სიმღერა დაიწყო ადგილობრივ საეკლესიო ბავშვთა გუნდში, რის შემდეგაც მალე სოლოისტი გახდა.

უკვე მოზრდილი ბიძამისმა თავისთან წაიყვანა ავეჯის ფაბრიკაში სამუშაოდ, სადაც ის მუშაობისას მღეროდა. ფაბრიკის ერთ-ერთმა მეპატრონემ ყური მოკრა მის სიმღერას და მას სარატოვის კონსერვატორიაში სწავლა ურჩია. ლიდიასთვის აკადემიური სწავლა უინტერესო აღმოჩნდა. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში ის ლაზარეთის მატარებელში მუშაობდა. აქ შეხვდა ის ვიტალი სტეპანოვს, რომლისგანაც 1917 წლის მაისში შვილი ეყოლა. მისი მოუწესრიგებელი ცხოვრების სტილის გამო სტეპანოვმა იგი მიატოვა ერთ წელიწადში. ლიდია შემდეგ სხვა მამაკაცს მისთხოვდა, რომლისგანაც გვარი რუსლანოვა მიიღო.

 
ლიდია რუსლანოვას პატივსაცემად გამოშვებული საფოსტო მარკა

რესურსები

რედაქტირება