ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მთავრობა — ერთიანი სტრუქტურა, რომელსაც აქვს ძალა იძულების ან ნების წესით განახორციელოს საკუთარი უფლებამოსილება, მიიღოს კანონები.

ჩვეულებრივ მთავრობა აღნიშნავს სამოქალაქო ხელისუფლებას, რომელიც შეიძლება იყოს ადგილობრივი, ეროვნული ან საერთაშორისო. ასევე არსებობს საწარმოო, აკადემიური და რელიგიური ხელისუფლება. ასეთ სტრუქტურულ ერთეულებს შეიძლება ეწოდებოდეთ დირექტორთა საბჭო, მმართველები, გუბერნატორები, ან უბრალოდ ადმინისტრაცია, უხუცესთა საბჭო. ხელისუფლებათა მნიშვნელობა და შედგენილობა იცვლება ადგილისა და დანიშნულების მიხედვით.

ორგანიზაციის სტრუქტურის, აგებულების მიხედვით, რთულდება მთავრობის კომპლექსურობაც და იზრდება იერარქიული საფეხურები. ამგვარად, პატარა და მოზრდილ ქალაქებს ჰყავთ რამდენიმე მმართველი, მულტინაციონალურ კომპანიებს მთელი ჯაჭვი იერარქიისა.

მმართველობის ფორმებს შორის განირჩევა სახელმწიფო და კერძო ადმინისტრაცია.

მმართველობის კონცეფცია ჩამოყალიბდა ჯერ კიდევ პირველყოფილ თემური წყობილების დროს, როდესაც ადამიანები ერთიანდებოდნენ ტომებად საერთო მიზნების მისაღწევად.

სახელმწიფო მთავრობის მაგალითები

რედაქტირება
 
ლურჯი ფერით მონიშნულია ქვეყნები წარმომადგენლობითი დემოკრატიით, რუკა შედგენილია Freedom House-ის 2010 წლის კვლევის მიხედვით.[1]


იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Freedom in the World (PDF). დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 თებერვალი 2011. ციტირების თარიღი: 13 December 2011.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მთავრობა“-დან