სერ რობერტ ჯონ კეინი (ინგლ. Sir Robert John Kane; დ. 24 სექტემბერი, 1809 — გ. 16 თებერვალი, 1890) — ირლანდიელი ქიმიკოსი და განმანათლებელი.[3]

რობერტ კეინი
დაბ. თარიღი 24 სექტემბერი, 1809(1809-09-24)[1] [2]
დაბ. ადგილი დუბლინი
გარდ. თარიღი 16 თებერვალი, 1890(1890-02-16)[1] [2] (80 წლის)
გარდ. ადგილი დუბლინი
მოქალაქეობა  დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა ქიმიკოსი, არამხატვრული მწერალი და ექიმი
ალმა-მატერი დუბლინის ტრინიტის კოლეჯი და School of Medicine, Trinity College Dublin
მეუღლე კეთრინ კეინი
შვილ(ებ)ი რობერტ რომნი კეინი და ჰენრი კეინი
ჯილდოები სამეფო საზოგადოების წევრი, სამეფო მედალი, Cunningham Medal და რაინდი-ბაკალავრი

მამამისი, ჯონ კინი, 1798 წლის ირლანდიის აჯანყების მონაწილე იყო, რის გამოც დროებით საფრანგეთში მოუწია გახიზვნა, სადაც ქიმიას სწავლობდა. დუბლინში დაბრუნებულმა (ამ პერიოდისთვის გვარი კეინით ჰქონდა შეცვლილი) დააარსა კეინის კომპანია და გოგირდის მჟავას აწარმოებდა. ახალგაზრდა კეინი ქიმიას მამის ქარხანაში სწავლობდა, სადაც თავისი პირველი ნაშრომი „Observations on the existence of chlorine in the native peroxide of manganese“ გამოაქვეყნა 1828 წელს. შემდეგ ის ჯერ მედიცინას სწავლობდა ტრინიტის კოლეჯში, დუბლინში, შემდეგ კი ფარმაკოლოგიას პარიზში.

მის მიერ გამოცემული წიგნის „პრაქტიკული ფარმაკოლოგიის ელემენტები“ მეოხებით ის 1832 წელს ირლანდიის სამეფეო აკადემიის წევრად აირჩიეს. აქ ის იკვლევდა მჟავებს, დაამტკიცა, რომ წყალბადი ელექტროდადებითი იყო და ასევე წარმოადგინა ჰიპოთეზა ეთილის რადიკალის არსებობის შესახებ. 1836 წელს ის გისენში (გერმანია) გაემგზავრა, სადაც ორგანულ ქიმიას სწავლობდა იუსტუს ფონ ლიბიგთან.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Kerr, J.J. (1942) "Sir Robert Kane: an apostle of Irish industries", Dublin Historical Record, 5, p. 137–146
  • Wheeler, T.S. (1944) "Sir Robert Kane: life and work", Studies: an Irish quarterly review, 33, p. 158–168,  316–330
  • Wheeler, T.S. (1945) "Sir Robert Kane: first president of Q.C.C.", Cork University Record, 3, p. 29–38

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 SNAC — 2010.
  2. 2.0 2.1 Dictionary of Irish BiographyRIA.
  3. Geoghegan, Patrick M. (2009) „Kane, Sir Robert John“, Dictionary of Irish Biography. Cambridge: Cambridge University Press.