ზვართნოცი
ზვართნოცი (სომხ. Զվարթնոց - ზეციური ანგელოზები) — ისტორიული ქალაქი ერევნიდან 10 კმ-ში ეჩმიაძინის სიახლოვეს.
ეჩმიაძინის საკათედრო ტაძარი და ეკლესიები; ზვართნოცის არქეოლოგიური ძეგლი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
![]() | |
კათედრალის ნანგრევები | |
ქვეყანა | ![]() |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | ii, iii |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 40°09′37″ ჩ. გ. 44°20′12″ ა. გ. / 40.16028° ჩ. გ. 44.33667° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2000 (24-ე სესია) |
ნომერი | 1011 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
![]() |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1011 რუს. • ინგლ. • ფრ. |
ზვართნოცის საკათედრო ტაძარირედაქტირება
643-652 წლებში კათოლიკოს ნერსეს III-ის (აღმშენებელი) სურვილით აააგეს დიდებული წმ. გიორგის საკათედრო ტაძარი ადგილას, სადაც მეფე ტირდატ III და გრეგორი ბრწყინვალე შეხვედრილან ერთმანეთს. 930 წელს ტაძარი მიწისძვრამ გაანადგურა და დამარხული რჩებოდა XX საუკუნის დასაწყისში ხელახლა აღმოჩენამდე. 1900-1907 წლებში არემარეში მასიური არქეოლოგიური გათხრები მოეწყო, რის შედეგადაც გაწმინდეს კათედრალის ფუნდამენტი კათოლიკოსის სასახლესა და ღვინის მარანათან ერთად.
ფრესკებით მოხატული ეკლესიის ინტერიერი ბერძნული ჯვრის ფორმისაა სამი განშტოებით, ხოლო ექსტერიერი კი 32-გვერდიანი პოლიგონია, რომელიც შორიდან წრული ფორმის შთაბეჭდილებას ტოვებს. თანამედროვე მკვლევარები ეყრდნობიან ტოროს ტორამანიანის (რომელიც გათხრებზე მუშაობდა) მოსაზრებას, რომ შენობას სამი სართული უნდა ჰქონოდა.
ზოგიერთ წყაროზე დაყრდნობით ზვართნოცის კათედრალი გამოხატულია როგორც არარატის მთაზე აღმართული პარიზის სენ-შაპელის ტაძრის ფრესკაზე. ეს ნაკლებად სავარაუდოა, ვინაიდან თავად ფრესკა ამ ტაძრის განადგურებიდან 300 წელიწადში დახატეს. ეჩმიაძინის ტაძრებთან ერთად ზვართნოცი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი 2000 წელს.
ზვართნოცის კათედრალი გამოსახული 100-დინარიან სომხურ ბანკნოტზე, ხოლო ტაძრის მუზეუმის მაკეტის ნახვა შესაძლებელია ერევნის მუზეუმში.
იხილეთ აგრეთვერედაქტირება
რუსურსები ინტერნეტშირედაქტირება
- სომეხეთის არქიტექტურა.
- 3D model of Zvartnots
- Armenica.org: Zvartnots
- Armenian Architecture
- Photographs of Zvartnots
- Unesco