ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ფედორ კობილინი, მეტსახელად კოშკა (კატა) (რუს.: Фёдор Андреевич Кобылин (Кошка)) (დ. ? - გ. 1407), ანდრეი კობილას უმცროსი ვაჟი, რომანოვების დინასტიისა და შერემეტევის გვარის წინაპარი. ის იყო დმიტრი კონსკოისა და მისი ვაჟის ვასილი I-ის დუმას უხუცესი ბოიარი. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, კოშკა მოსკოვს მართავდა დიმიტრის კულიკოვოს ბრძოლაში ყოფნისას. 1393 წელს, წერილობითი ცნობების თანახმად, ის იყო წარგზავნილი ნოვგოროდთან სამშვიდობო ხელშეკრულების მოსალაპარაკებლად.

ფედორის ქალიშვილი ანა როსტოვის მთავარს, ხოლო აკულინა კი მიკულინის მთავარს მისთხოვდა, მისი შვილიშვილი მარია იაროსლავ ვოროვსკიზე გათხოვდა, რუსეთის მეფე ვასილი II-ის სიმამრზე. ფედორს სამი ვაჟი ჰყავდა: ივანე კოშკინი, ფედორ კოშკინი და ალექსანდრე კოშკინი.


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფიოდორ_კოშკა“-დან