ვასილი II
ვასილი II ვასილის ძე (რუს. Василий II Тёмный; 10 მარტი, 1415 – 27 მარტი, 1462) — მოსკოვის დიდი მთავარი 1425-1462 წლებში. ვასილი I-ის და მარია ბოროვსკის შვილი.
ვასილი II | |
---|---|
Василий II Тёмный | |
მოსკოვის დიდი მთავარი | |
მმართ. დასაწყისი: | 1425 |
მმართ. დასასრული: | 1462 |
წინამორბედი: | ვასილი I |
მემკვიდრე: | ივანე III |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1415 მარტი, 10 |
დაბ. ადგილი: | მოსკოვი |
გარდ. თარიღი: | 27 მარტი 1462 (47 წლის) |
გარდ. ადგილი: | მოსკოვი |
მეუღლე: | მარია იაროსლავნა |
შვილები: |
ივანე III ანა ანდრეი დიდი |
დინასტია: | რიურიკები |
მამა: | ვასილი I |
დედა: | მარია ბოროვსკი |
ბიოგრაფია
რედაქტირებავასილის დროს ატყდა ხანგრძლივი შიდაფეოდალური ომი. მას ებრძოდნენ ბიძა, გალიჩის მთავარი იური დიმიტრის ძე და მისი შვილები ვასილი ელამი და დიმიტრი შემიაკა, რომელთაც მხარს უჭერდა ნოვგოროდი და, ერთხანს, ტვერიც. დიდი მთავრის ტახტი რამდენჯერმე გადავიდა ხელიდან ხელში. 1446 წელს დიმიტრი შემიაკამ დააბრმავა ვასილი, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვება მაინც ამ უკანასკნელს დარჩა. ვასილიმ გააუქმა თითქმის ყველა წვრილი საუფლისწულო მოსკოვის სამთავროში და განამტკიცა დიდი მთავრის ხელისუფლება. მისი ბრძანებით მიტროპოლიტად აირჩიეს რუსი ეპისკოპოსი იონა (1448), რაც მოასწავებდა რუსეთის ეკლესიის დამოუკიდებლობას კონსტანტინოპოლის პატრიარქისგან და მოსკოვის სამთავროს საერთაშორისო მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 320.
ვასილი II
| ||
წინამორბედი: ვასილი I |
მოსკოვის დიდი მთავარი 1425—1462 |
შემდეგი: ივანე III |