რიურიკოვიჩები

(გადამისამართდა გვერდიდან რიურიკების დინასტია)

რიურიკოვიჩები, რიურიკების დინასტია — ძველი რუსეთის მთავართა დინასტია, რომელიც მართავდა კიევის რუსეთს 862 წლიდან. კიევის რუსეთის დაშლის შემდეგ მართავდნენ გალიცია-ვოლინიას, ვლადიმირ-სუზდალს, მოსკოვის დიდ სამთავროსა და რუსეთის სამეფოსაც (1168 წლიდან).

პირვანდელი ქრონიკების მიხედვით დინასტია დაარსდა 862 წელს რიურიკის მიერ, რომელიც იყო ნოვგოროდის ლეგენდარული მმართველი. რუსული წყაროების მიხედვით ისინი იყვნენ სკანდინავიელები, ვარიაგები. რიურიკმა და მისამ ძმამ დააარსეს კიევის რუსეთი დღევანდელი უკრაინის, ბელორუსისა და რუსეთის ტერიტორიაზე და მართავდენენ სამთავროს სანამ იგი არ დაიშალა. სამთავროს დაშლის შემდეგ კი რიურიკების სხვადასხვა შტომ გადაინაწილეს სლავური სამთავროები. XV საუკუნის ბოლოს პირველობისთვის ბრძოლაში სხვა რუსულ სამთავროებს შორის პირველობა მოიპოვა მოსკოვის დიდმა სამთავრომ. რიურიკოვიჩების მოსკოვის შტოს წარმომადგენელმა მოსკოვის დიდმა მთავრმა ივანე IV-მ „სრულიად რუსეთის მეფედ“ გამოაცხადა თავი და ჩამოაყალიდა რუსეთის სამეფო. 1598 წელს თედორე I-ის გარდაცვალების შემდეგ რუსეთში რიურიკოვიჩების დინასტიის ზეობა შეწყდა.

გალერეა რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება