ივანე III
(გადამისამართდა გვერდიდან ივანე III (რუსეთი))
ივანე III ვასილის ძე (რუს. Иван III Васильевич; დ. 22 იანვარი, 1440 — გ. 27 ოქტომბერი, 1505, მოსკოვი) — მოსკოვის დიდი მთავარი 1462-1505 წლებში. თვალსაჩინო რუსი სახელმწიფო მოღვაწე. მის დროს დასრულდა რუსეთის ცენტრალიზებული სახელმწიფოს შექმნა. ივანე III-ის მმართველობისას რუსეთმა საბოლოოდ მოიშორა მონღოლ-თათართა უღელი (1480). გაიზარდა მოსკოვის საერთაშორისო ავტორიტეტი. მოსკოვის სახელმწიფოს გაძლიერება მხედველობიდან არ გამორჩენიათ ქართველ პოლიტიკურ მოღვაწეებს. 1491 წელს კახეთის მეფე ალექსანდრე I-მა ელჩობა გაგზავნა მოსკოვში. დიდ ყურადღებას უთმობდა ქვეყნის საშინაო მდგომარეობის მოწესრიგება-განმტკიცებას. მისი მეორე ცოლი იყო ბიზანტიის იმპერატორთა გვარის ქალი ზოია (სოფია) პალეოლოგოსი.
ივანე III | |
---|---|
Иван III Васильевич | |
მოსკოვის დიდი მთავარი | |
მმართ. დასაწყისი: | 1462 |
მმართ. დასასრული: | 1505 |
წინამორბედი: | ვასილი II |
მემკვიდრე: | ვასილი III |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 22 იანვარი, 1440 |
დაბ. ადგილი: | მოსკოვი |
გარდ. თარიღი: | 27 ოქტომბერი, 1505 (65 წლის) |
გარდ. ადგილი: | მოსკოვი |
მეუღლე: |
1) მარია ბორისის ასული 2) ზოია (სოფია) პალეოლოგოსი |
დინასტია: | რიურიკოვიჩები |
მამა: | ვასილი II |
დედა: | მარია იაროსლავის ასული |
ლიტერატურა
რედაქტირება- ნაკაშიძე ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 89.