კულიკოვოს ბრძოლა (რუს. Кулико́вская би́тва)[7] (მამაის ან დონის დარბევა) — ბრძოლა რუსული სამეფოებისა (სარდალი მოსკოვის და ვლადიმირის დიდი მთავარი დიმიტრი ივანეს ძე დონელი) და თათარ–მონღოლთა (სარდალი ოქროს ურდოს გამგებელი ტემნიკი მამაი) ჯარებს შორის კულიკოვის ველზე (მდ. ნეპრიადვასა და მდ. დონის შესართავთან ახლოს) 1380 წელს 8 სექტემბერს. რუსული ჯარის ძირითად ბირთვს შეადგენდნენ მოსკოველები, აგრეთვე რუსულ სამთავროთა პოლკები, უკრაინული და ბელარუსული რაზმები. მამაის ჯარის რიგებში თათარ–მონღოლთა გარდა შედიოდნენ ჩერქეზების, ოსების, სომხებისა და ვოლგისპირეთის ხალხთა რაზმები. მამაის მოკავშირე იყო ლიტვის დიდი მთავარი იაგელო. ბრძოლა დაიწყო რუსეთის სადარაჯო პოლკის შეტაკებით თათარ–მონღოლთა მეწინავე რაზმთან. შემდეგ ბრძოლაში ჩაება მთავარი ძალები. რუსეთის ჯარის მარცხენა ფრთაზე მონღოლებმა წარმატებას მიაღწიეს და შეეცადნენ რუსების დიდი პოლკის ზურგში შესულიყვნენ. ბრძოლის ბედი გადაწყვიტა რუსების ჩასაფრებული პოლკის (სერპუხოველი მთავრის ვლადიმერ ანდრიას ძე მამაცისა და ვოევოდა დიმიტრი ბობროკ–ვოლინელის მეთაურობით) მოულოდნელმა დარტყმამ, რამაც თათარ–მონღოლები აიძულა უკან დაეხიათ და გაქცეულიყვნენ. რუსი მეომრები კულიკოვოს ველიდან 50 კილომეტრ მანძილზე დევნიდნენ და ანადგურებდნენ მოწინააღმდეგეს. რუსეთის ჯარის გამარჯვებამ კულიკოვოს ველზე დაასუსტა ოქროს ურდო და დააჩქარა მისი დაშლა. თუმცა ამ გამარჯვებით თათარ–მონღოლთა ბატონობას ბოლო არ მოღებია, მაგრამ მან ხელი შეუწყო მოსკოვის გაძლიერებას, რუსეთის ცენტრალიზებული სახელმწიფოს შექმნასა და თათარ–მონღოლთა უღლის დამხობას.
- ↑ Татищев В. Н. История Российская[1]
- ↑ Разин Е. А. История военного искусства VI — XVI вв. С.-Пб.: ООО «Издательство Полигон», 1999. — 656 с. Тираж 7000 экз. ISBN 5-89173-040-5 (VI — XVI вв.). ISBN 5-89173-038-3. (Военно-историческая библиотека)[2]
- ↑ Карнацевич В. Л. 100 знаменитых сражений. — Харьков., 2004. - стр. 139
- ↑ Мерников А. Г., Спектор А. А. Всемирная история войн. — Минск., 2005.
- ↑ Исходя из данных о численности в 50-60 ათ. и сведениях о 40-50 ათ.выживших
- ↑ «Задонщина»[3]
- ↑ ტერმინი ”კულიკოვოს ბრძოლა” პირველად კარმაზინმა ახსენა[4] დაარქივებული 2013-09-21 საიტზე Wayback Machine.